ფეხბურთი

11:28 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ 2014 წლის საუკეთესო მეკარეების სია დააანონსა

მსოფლიო მოთამაშეთა კავშირმა და ფიფამ 2014 წლის საუკეთესო ნაკრებისთვის მეკარეთა 5-კაციანი სია ცნობილი გახადა. აღნიშნული დაჯილდოება 2005 წლიდან იმართება და თითოეულ პოზიციაზე 5 ფეხბურთელია წარმოდგენილი - სულ 55 მოთამაშე.

ფიფა საუკეთესო მცველების, ნახევარმცველების და თავდამსხმელების ვრცელ სიას 26, 28 ნოემბერს და 1 დეკემბერს გამოავლენს.

აღნიშნული საუკეთესო ნაკრები 4-3-3 სისტემისაა. წლის საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის კი შემდეგი ხუთი გოლკიპერი იბრძოლებს:

  1. მანუელ ნოიერი (გერმანია, მიუნხენის "ბაიერნი") - გერმანელი 2013 წლის საუკეთესო გოლკიპერია. მან ეს დამსახურება პირველად მიიღო.
  2. კლაუდიო ბრავო (ჩილე, "ბარსელონა") - 55-კაციან გაფართოებულ სიაში ჩილელი მეკარე პირველად მოხვდა.
  3. ტიბო კურტუა (ბელგია, ლონდონის "ჩელსი") - ბრავოს მსგავსად კურტუაც პირველადაა ნომინირებული საუკეთესო მეკარის ტიტულის საბრძოლველად.
  4. იკერ კასილიასი (ესპანეთი, მადრიდის "რეალი") - ესპანელი კიპერი წლის საუკეთესო ნაკრების მეკარე ზედიზედ ხუთჯერ გახდა 2008, 2009, 2010, 2011, 2012 წლებში.
  5. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, ტურინის "იუვენტუსი") - ბუფონი უკვე მეათედ მოხვდა მეკარეთა გაფართოებულ სიაში. იტალიელი საუკეთესო მეკარე 2006 და 2007 წლებში გახდა.

0.114404