ფეხბურთი

11:03 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინი: “სიტისთვის” მნიშვნელოვანია ევროარენაზე წარმატების მიღწევა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართი მატჩის წინ ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ევროთასებზე წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია.

“ბაიერნთან” გამართულ პირველ მატჩში უბრალოდ არ გაგვიმართლა (0:1). ბოლო წუთზე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით. მერე ცსკა-სთანაც ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო წავაგეთ, მაგრამ წარსული დღეების მოვლენებს ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. აუცილებელია აწმყოთი იცხოვრო. არავითარ დამატებით დაძაბულობას არ განვიცდი. კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროარენაზე წარმატებას მიაღწიოს. ჩვენი უმთავრესი მიზანია შედეგები სეზონიდან-სეზონამდე გავაუმჯობესოთ. მაყურებელი იხილავს გუნდს, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძოლებს და შეეცდება ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის გაგრძელებს”, - გადმოგვცემს 61 წლის ჩილელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

სიტიმ ჩემპიონთა ლიგის განვლილ 4 ტურში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა და E ჯგუფში ბოლო ადგილზეა, თუმცა, მეორე ადგილს მხოლოდ 2 ქულა აშორებს და პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113439