დღეს ლონდონში დაიწყო კაცთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი - ATP World Tour Finals. პირველ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი იაპონელი კეი ნიშიკორი მსოფლიოში მე-6 ნომერ ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდა. მატჩი ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა – 6:4, 6:4.
თამაში მერეისთვის კარგად დაიწყო, ბრიტანელი პირველ სეტში 3:2 დაწინაურდა ბრეიკით, თუმცა ნიშიკორიმ უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში 3:3 გახადა. 5:4-ზე კეის სასარგებლოდ ენდიმ თავის ჩაწოდება დაკარგა და იაპონელი 1-0 დაწინაურდა.
მეორე სეტში, კეი აკეთებს ბრეიკს და წინ გადის - 3:0. მარეიმ მოახერხა მოწოდების დაბრუნება და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა 5:4-ზე ნიშიკორის სასარგებლოდ ენდიმ, როგორც პირველ სეტში, კვლავ წააგო თავისი მოწოდება. კეიმ პირველი გამარჯვება იზეიმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე.
მატჩი საათი და 36 წუთი გაგრძელდა. ნიშიკორიმ 1 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბრიტანელის ანგარიშზეა 7 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა.
დღეს თბილისის დროით 24:00-ზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება.
ჯგუფი ა:
1. | მარინ ჩილიჩი | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | |
2. | ტომაშ ბერდიხი | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | |
3. | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | |
4. | სტანისლას ვავრინკა | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 |
ჯგუფი ბ:
Fორმ | |||||||
1. | კეი ნიშიკორი | 1 | 1 | 0 | 2:0 | 1 | |
2. | მილოშ რაონიჩი | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | |
3. | როჯერ ფედერერი | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | |
4. | ენდი მარეი | 1 | 0 | 1 | 0:2 | 0 |