ფეხბურთი

18:26 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესი: “რეალი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება”

იტალიური “მილანის” კარის დარაჯი, დიეგო ლოპესი ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდის “რეალი” სამუდამოდ მის გულში დარჩება.

გარდა ამისა, მან იტალიური კარიერით კმაყოფილება გამოთქვა და ასევე განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგებას მისი ყოფილი გუნდელი, კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს.

“მილანში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სათამაშო პრაქტიკა მაქვს და ვცდილობ, რომ მწვრთნელის ნდობა გავამართლო. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

მიუხედავად ამისა, მადრიდი ძალიან მენატრება. “რეალში” გატარებული წელიწადნახევარი ჩემთვის უბედნიერესი იყო და არასდროს დამავიწყდება. “ბლანკოსი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს კლუბში როგორც თანამშრომელი ისე დავბრუნდები.

ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს წელსაც რონალდუ მოიგებს. პორტუგალიელი ამ ჯილდოს მოპოვებას იმსახურებს”. – განაცხადა ესპანელმა კიპერმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესი “მილანს” გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა.

0.111832