ფეხბურთი

15:55 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში: “მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ”

“ვალენსიას” ბრაზილიელი მეკარე, დიეგო ალვეში “ლევანტესთან” წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

29 წლის კიპერის თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ ეს მარცხი და მომდევნო შეხვედრაზე იფიქრონ.

“წაგება ყოველთვის მტკივნეულია. განსაკუთრებით კი, როდესაც დერბიში აგებ.

მეტი გვმართებდა. ბევრი ხარვეზი გვქონდა და მოსაგებად უკეთესი თამაში იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეტოქეზე მეტი სახიფათო მომენტი გვქონდა, თუმცა “ლევანტემ” თავის შანსები უკეთ გამოიყენა.

პარეხოს მიერ გატანილი გოლიდან, მათ ძალიან სწრაფად გვიპასუხეს მეორე გოლით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახლა საჭიროა, რომ ეს შეხვედრა მალე დავივიწყოთ და მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ”, - განაცხადა “ღამურების” კარის დარაჯმა.

მომდევნო ტურში, “ვალენსია” შინ “ბარსელონას” მიიღებს.

0.113303