ფეხბურთი

15:24 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: “მინდა ზიდანს დავემსგავსო”

“იუვენტუსის” 21 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ Gazzetta dello Sport-თან საუბარისას აღნიშნა, რომ მისი ოცნება და მიზანია გახდეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მისი თანამემამულე ზინედინ ზიდანი იყო.


“იტალიაში თავს კარგად ვგრძნობ. ახლა მხოლოდ გაუმჯობესებაზე ვფიქრობ, რადგან სურვილი მაქვს გავხდე ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ზინედინ ზიდანია,” - განაცხადა პოგბამ.

პოლ პოგბა “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. მას მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113914