ფეხბურთი

13:16 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი:”ლუკაკუს აქვს უნარი მსოფლიოში საუკეთესო გახდეს”

“ევერტონის” ესპანელმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა, შაბათს “ვესტ ჰემთან” მოგებული მატჩის შემდეგ (2:1), ჟურნალისტებთან საუბრისას რომელუ ლუკაკუ შეაქო და განაცხადა, რომ ბელგიელს აქვს უნარი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს.

“ლუკაკუ შესანიშნავი შემტევია, ის მშვენივრად ფლობს ბურთს, აქვს ძლიერი დარტყმა და პოზიციური თამაშით ყოველთვის საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგეს. მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი”, - განაცხადა მარტინესმა.

21 წლის ბელგიელმა ფორვარდმა “ვესტ ჰემთან” მატჩში 26-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლუკაკუმ “ევერტონის” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლია.

0.129682