მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიის ჩემპიონატში ფრედ (1:1) დასრულებული მილანური დერბის შემდეგ განაცხადა, რომ "ნერაძურის" თამაშის შეცვლას დრო სჭირდება.
"დერბი ყოველთვის დაძაბულია და ეს მატჩიც მოულოდნელობა არ გახლდათ. ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან მცირე დროში მთელი გუნდის შეცვლა იოლი არაა. ხუთი დღის განმავლობაში გუნდში ძირეულ ცვლილებებს არ ველი. "ინტერის" შეცვლას დროს სჭირდება. ჩვენი მიზანია გამარჯვებას სწრაფად მივაღწიოთ, მიუხედავად იმისა, კარგ ფორმაში ვართ თუ არა. ჩვენ დრო გვჭირდება და რეალურად არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება წარმატების მიღწევას." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
"მადონინაში" ანგარიში 23-ე წუთზე მენეზმა გახსნა, 61-ზე კი ობიმ გაათანაბრა. "ინტერი" სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და ლიდერ ტურინის "იუვენტუსს" 14 ქულით ჩამორჩება. "ნერაძურის" მომდევნო მატჩში "რომასთან" სტუმრად 30 ნოემბერს ელის.