ფეხბურთი

11:29 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელი" - უცვლელი ლიდერი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის მატჩები დასრულდა. ლიდერი კვლავ “მარსელია,” რომელმაც “ბორდოს” ბოლო წუთებში ორი გოლი გაუტანა. სანიოლის მოთამაშეები ქულის გარეშე დარჩნენ და ამ ეტაპზე მეხუთე ადგილს იკავებენ, თუმცა ამ მატჩამდე კვირას ორი შეხვედრა გაიმართა. ტიპიური, საფრანგეთის ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი მოსაწყენი და უგოლო მატჩი “ლუის ფონტენუზე,” სადაც “ნანტი” და “სენტ ეტიენი” ფრეზე გაიყარნენ.

რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და კარგ სეზონს ატარებს კიდევ ერთი ტურე. 20 წლის ტომას ტურემ “ბორდოს” მაისურით სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ჟინიაკმა. მან მატჩი მიწურულს პაიეს პასი გამოიყენა და სტუმარი გუნდი რთულ ვითარებაში ჩააგდო. საბოლოოდ რამდენიმე წუთში ბიელსას გუნდმა მეორეც გაიტანა და ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

მოიგო “მონპელიემ.”ანგარიში “ლიონის” ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონი მუნიემ 37-ე წუთზე გახსნა. “ტულუზა” ცდილობდა ანგარიშის გაქვითვას, თუმცა მატჩის მიწურულს სულეიმან კამარამ სტუმრებს შეუგდო და საბოლოო წერტილი დასვა.

სულეიმან კამარა – 2002 წლის მუნდიალის მონაწილე. სენეგალის ნაკრებმა მაშინ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა შემდეგ მუნდიალებზე კამარას სამშობლოს არ უთამაშია.

ნანტი –სენტ ეტიენი 0:0

ნანტი, “ლუის ფონტენუ.”

ნანტი: რიუ, ვეინაუ, ჯილობოჯი, ვიზკარონდო, სისოკო, ნ’კუდუ, ბესატი (უდელი 70 ), ვერეტუტი, დუქსი, შეჩტერი (გაკპე 56 ), ბამუ (ბედოია 82 )

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

სენტ ეტიენი: რუფერი, კლემენტი, კორნეტი (გრადელი 61 ), ჰამუმა, ლემოინე, მონე (ბრისონი 90 ), პერინი, სალი, ტაბანუ, კატერინე, ვოლფსვინკელი (კოჰადე 84 )

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

მთავარი მსაჯი: სედ ენჟიმი

გაფრთხილება: სალი (3), ტაბანუ (12), შეჩტერი (31), ვიზკარონდო (52), ლემოინე (57)

მონპელიე – ტულუზა 2:0 (1:0)

მონპელიე, “ალტრად სტედიუმი.”

მონპელიე: ჟურდენი, კონგრე, ჰილტონი, კაუტარი, დეპლანე, მარვუა, მარტინი (ლასნე 74), სანსონი, კამარა (რიბელინი 90), მუნიე, ბერიგუდი (ბაკარი 81)

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

ტულუზა: აჰამადა, გრიგორე, მუბანჟე, სპაჯიჩი, აკპა აკპრო, სირექსი ( ტისერანდი 78), დიდო (ბენალი 81), აგილარი, რეგატინი (პესიჩი 58), ბრეითვაითი, ბენ იედერი

მთავარი მწვრთნელი: კასანოვა

გოლები: 1:0 მუნიე (37), 2:0 კამარა (87)

მთავარი მსაჯი: სებასტიან დესაჟეONPE

გაფრთხილება: ბერიგადი (54), დიდო (56), აგილარი (69)

მარსელი – ბორდო 3:1 (0:0)

მარსელი, “ველოდრომი.”

მარსელი: მანდანდა, ფანი, ჯა ჯეჯე, მენდი, ალოე, ბარადა (ბათშუაი 73), იმბულა, ლამინა, ტოვინი, პაიე, ჟინიაკი

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

ბორდო: კარასო, პლანუსი (ტრაორე 62), მარიანო, პალოისი, პუნჟე, იამბერე (სანე 62), პლასილი, ბელაი, ჰაზრი, სერტიჩი, ტურე

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

გოლები: 0:1 ტურე (55), 1:1 ლემინა (60), 2:1 ჟინიაკი (85), 3:1 ბათშუაი (89)

მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე

გაფრთხილება: იამბერე (58)

0.155972