ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში პირეოსის "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ითამაშებს.
ხორვატმა ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში, "მალაგასთან" შინ მოგებულ (3:1) შეხვედრაში კისრის არეში დაზიანება მიიღო და 57-ე წუთზე მის ნაცვლად ხიმენესი შევიდა.
მადრიდელი მედიკოსების მტკიცებით, თავდამსხმელი თავს კარგად გრძნობს, ვარჯიშობს და ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.