ჭადრაკი

1:00 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვეტაძემ ზედიზედ მესამედ იმარჯვა

ზედიზედ მესამე წელია საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძის (2343) გამარჯვებით სრულდება.

9-დან 6.5 ქულით I-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შემდეგნაირად განლაგდნენ: 1. გვეტაძე, 2. ანა კუჭავა (2106), 3. მერი ჟორჟოლიანი (2088), 4. ალექსანდრა ვახანია (2109).

ოთხეულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და კოეფიციენტით ასე განაწილდნენ: 5. მერი არაბიძე (2378), 6. ნატო იმნაძე (2292), 7. სოფიო ნიკოლაძე (2133).

შეგახსენებთ, რომ პირველ ხუთ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ქალთა 72-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს.

0.114685