“ბარსელონას” მცველმა ხორდი ალბამ “ალმერიასთან” გუშინ მოგებული მატჩის შემდეგ კლუბის ვებგვერდზე ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ურუგვაელი ფორვარდი “ბარსასთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა.
“გუშინ მის მიერ გაკეთებული პასი, რომელიც ნეიმარმა გოლად აქცია, ფანტასტიური იყო. მე მჯერა, რომ სუარესი გოლების გატანასაც მალე შეუდგება. ის ჩვენი გუნდისთვის უკვე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება”.
27 წლის ლუის სუარესი კატალონიურ გრანდს ზაფხულში “ლივერპულიდან” შეუერთდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ოთხთვიანი დისკვალიფიკაციის გამო, თამაში მხოლოდ 25 ოქტომბერს დაიწყო. გასულ სეზონში მან “ლივერპულის” მაისურით 33 ჩატარებულ შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.