“დევისის თასის” ფინალში, დღეს დასკვნითი, მესამე დღეა. როჯერ ფედერერი ჟო-ვილფრედ ცონგას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ცონგას ტრავმა აწუხებს, რის გამოც როჯერის წინააღმდეგ რიშარ გასკე გავა კორტზე, ინფორმაციას დევისის თასის ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს.
ფედერერ-გასკეს მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 14:2 შვეიცარიელის სასარგებლოდ.
ორი დღის შემდეგ შვეიცარია 2-1 იგებს და თასის მოპოვებამდე ერთი მოგება აკლია.