ფეხბურთი

12:40 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ერერას სანაცვლოდ შაჩირის და 7 მილიონს ჩამოდის

ბრიტანული Express-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს და ტრანსფერში ჯერდან შაჩირიც ჩართოს.

მოლაპარაკება შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელდეს. ჯერჯერობით უცნობია "წითელი ეშმაკების" პოზიცია.

მიმდინარე სეზონში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს "ბაიერნის" მაისურით თამაში იშვიათად უწევს. შაჩირიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორ-ორი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შემტევი მოედანზე საშუალოდ 39 წუთს ატარებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 17.6 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

თავის მხრივ არც ესპანელის მდგომარეობაა სახარბიელო. ერერას მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა. "მანჩესტერის" მაისურით ნახევარმცველმა მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდს ორი გატანილი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით დაეხმარა. ესპანელი მოედანზე საშუალოდ 73 წუთს ატარებს, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

0.124811