გუშინ „რეალმა“ ლა ლიგის 12 ტურში “ეიბარს” 4:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მადრიდელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თამაში შეაფასა და ისკო შეაქო.
„თამაში ძალიან კარგი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელები კონცენტრირებულები იყვნენ და ბოლომდე დაიხარჯნენ. მინდა მათგან გამოვყო ისკო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა პოზიციაზე შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, ის საუკეთესო იყო“ - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
გუშინდელ შეხვედრაში ისკომ ლუკა მოდრიჩის ტრამვის გამო, პოზიცია შეიცვალა და მოედნის ცენტრში ტონი კროოსთან ერთად მოქმედებდა.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ისკოს 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან ერთხელ მოახერხა გოლის გატანა.