ფეხბურთი

11:23 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “თუ მესი ბედნიერია, ბარსაც ბედნიერია”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა “სევილიასთან” მატჩის შემდეგ ლეო მესის რეკორდის დამყარება მიულოცა.

“ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, მესიმ ისტორიული მიღწევა დაამყარა. მესი როცა ბედნიერია, მაშინ “ბარსელონაც” ბედნიერია”- ჩავის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

მესიმ “სევილიასთან” 3 გოლი გაიტანა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 253 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111246