ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელმა ერიკ ლამელამ “გარდიანთან” საუბარში აღიარა, რომ იტალიაში,”რომაში” დაბრუნება ორჯერ შეეძლო, თუმცა მან ეს ნაბიჯი არ გადადგა.
“დეკემბერსა და ზაფხულში იტალიიდან ორჯერ მომივიდა შეთავაზება. ამის შესახებ მედიასთან არ მისაუბრია, თუმცა რჩევა ვკითხე ჩემს ოჯახს და გადავწყვიტე, რომ ლონდონში დავრჩენილიყავი და რთული პერიოდი დამეძლია. ანალოგიური შემთხვევა “რომაში” თამაშის პირველ წელსაც მქოდა და მაშინ ჩემმა გადაწყვეტილებამ გაამართლა.” – განაცხადა ლამელამ.
ერიკ ლამელა “ტოტეჰემში” 2013 წელს, “რომადან” გადავიდა. გასული სეზონი არგენტინელს ჩაუვარდა, თუმცა წლეულს უკეთესად გამოიყურება.