ფეხბურთი

5:36 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

კატალონიური “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების შემტევი, ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მესის ტელმო ზარას რეკორდის დამხობამდე ერთი გოლი აკლდა. ლიონელმა გუშინ “სევილიასთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლეგენდარულ თავდამსხმელს ორი გოლით გადაასწრო, რითაც ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლის სტატუსი მოიპოვა.

27 წლის არგენტინელს ლა ლიგაში 253 გოლი დაუგროვდა და ამისთვის 289 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. რაც შეეხება ზარას, მან 251 გოლის გატანა 277 მატჩში მოახერხა. მის მიერ დამყარებული ეს რეკორდი თითქმის 60 წლის განმალობაში ყველასთვის მიუწვდომელი იყო (ზარა “ბილბაოში” 1940-1955 წლებში თამაშობდა), მაგრამ მესისთვის არც ამ მწვერვალის დაპყრობა აღმოჩნდა შეუძლებელი.

იხილეთ მესის მიერ გატანილი ყველა გოლი ლა ლიგაში

0.156385