ფეხბურთი

0:15 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრუიძისთვის ფრე ლოგიკური შედეგია

დრამატული დასასრული ჰქონდა ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოსთვის ზემოიმერლები მარცხდებოდნენ და თან კაცნაკლულნი იყვნენ, თამაშის უკანასკნელ წუთზე მათ მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, ანგარიში გაათანაბრეს და საჩხერეში ერთი ქულის წაღება მოახერხეს.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. თანაგუნდელთა კომბინაციის შემდეგ სიხარულია ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა უკანასკნელ წამს მას ზუხბაიამ დაასწრო და სიტუაცია განმუხტა. ტაიმის მესამედის მიწურულს თავის გამოჩენას დეკანოიძე ცდილობდა. ოდიკაძის გადაცემას იგი შეუჩერებელი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ მცველები გადაეღობნენ და გატანის საშუალება არ მისცეს.

ზემოიმერელთა სათამაშო უპირატესობა ანგარიშში მე-16 წუთზე აისახა. სტუმართა ფლანგური ჩაწოდების ჩაჭრას კარიდან წინ გამოსული ზუხბაია ცდილობდა, თუმცა ბურთის ხელებში შემაგრება ვერ მოახერხა. კორიფაძემ მეტოქის საჩუქარი შეირგო. იგი მეკარისგან გამოვარდნილ ბურთს დაეუფლა და ზუსტი დარტყმით გურულთა კარის ბადე შეარხია - 0:1.

ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 25-ე წუთზე კოშკაძის ჩაწოდებულ საჯარიმოს საბა ლომიამ თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ნახევარი საათის მიწურულს ოდიკაძემ და შალამბერიძემ ფლანგური გადაცემები გაცვალეს. პირველ შემთხვევაში საჯარიმოდან ბურთი მცველებმა გამოიტანეს. შალამბერიძის ჩაწოდებულს კი ქვილითაია დაეუფლა.

მე-40 წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა მართებდათ. იერიშში გართულ გურულებს ზემოიმერელთა კონტრშეტევა გაეპარათ და უკანასკნელ წამს ჭეიშვილს რომ არ ეყოჩაღა საჩხერელთა ორი ფეხბურთელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდებოდა. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ლანჩხუთელთა მარჯვენა მცველი ამ თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ამის მეტი პირველ ტაიმში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. 0:1 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრის განახლებისთანავე მასპინძლებს გათანაბრების შესაძლებლობა ჰქონდათ. კოშკაძის გადაცემით საბა ლომია საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და საგოლე შანსიც გაანიავა.

ლანჩხუთელთა გულშემატკივრებს ლოდინი დიდხანს არ მოუხდათ. 53-ე წუთზე მასპინძლებმა ლამაზი და რაც მთავარია შედეგიანი კომბინაცია გაითამაშეს. გიგა ჭეიშვილმა ჩინებული პასით კობა შალამბერიძე მარჯვენა ფრთაზე გაიყვანა, რომელმაც პირით ხაზამდე ირბინა და საჯარიმოში შევარდნილ მეგრელიშვილისკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. შეტევაში ჩართულმა გურულთა მცველმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ერთი შეხებით ბურთი სტუმართა კარის ბადეში მოათავსა. მეკარეს რეაქციაც არ გაუკეთებია - 1:1.

ანგარიშის გათანაბრებამ თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ლანჩხუთელთა რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ გატანის კარგი შანსი ჰქონდათ დეკანოიძეს, სიხარულიას და ბაჯელიძეს. ერთხელ ,,გურია” მეკარემ გადაარჩინა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი შემტევებს სიზუსტე დააკლდათ.

მე-80 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. გოლი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. კოშკაძის მოწოდებულ კუთხურს კარგი გაგრძელება შეცვლაზე შესულმა კვერენჩხილაძემ მოუძებნა და ბურთი შორეულ ძელთან ჩასაფრებულ გაბრიჩიძისკენ გადაამისამართა, რომელმაც ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით სტუმართა კიპერს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 2:1.

ორ წუთში საჩხერელთა მდგომარეობა თითქმის უიმედო გახდა. ასისტენტის სიტყვიერი შეურაცყოფისთვის არბიტრმა დეკანოიძეს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

85-ე წუთზე ლანჩხუთლებს შეეძლოთ ამით ესარგებლათ, ანგარიში გაეზარდათ და პრაქტიკულად მატჩიც გამარჯვებით დაემთავრებინათ. მასპინძელთა შეტევის დროს კოშკაძეს ორი თანაგუნდელი კარგ პოზიციაში ეხსნებოდა, მაგრამ გურულთა კაპიტანმა რატომღაც კარში დარტყმა გადაწყვიტა და ბურთი თავისიანს გაარტყა.

შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ანგარიშის შესანარჩუნებლად და დროს გასაყვანად ზედიზედ ორი შეცვლა განახორციელეს, თუმცა მატჩის უკანასკნელ წუთზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს - სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი პირით ხაზს იქით მოიგერიეს. ოდიკაძის მოწოდებულ კუთხურზე შეტევაში ჩართულმა ლაშა ჭელიძემ გურულთა მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

თემურ ლორია (,,გურია”): ,,პირველი ტაიმი შედარებით ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ და გატანილი გოლებიც ამის ლოგიკური შედეგი გახლდათ. სამწუხაროა, რომ მეტოქე ფეხბურთელის გაგდებამ მოგვადუნა და მომგებიანი ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ”.

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა”): ,,პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა. გოლიც გავიტანეთ და რამდენჯერმე გატანის შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში აქცენტი დაცვაზე გადავიტანეთ, რაც შეცდომა იყო, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგია”.

,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,ჩიხურა” (საჩხერე) 2:2 (0:1)
22 ნოემბერი. 14.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 1000 მაყურებელი.

,,გურია”: ზუხბაია, ჭეიშვილი, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, შალამბერიძე, მიქაბერიძე (ინგოროყვა 88), ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კოშკაძე (კ) (ე. კილაძე 89), ს. ლომია (კვერენჩხილაძე 69);

მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია

,,ჩიხურა”: ქვილითაია, თ. ღონღაძე, ბაჯელიძე, ლ. ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია, კორიფაძე, ჩიკვაიძე, შ. კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე;

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 0:1 კორიფაძე (16), 1:1 მეგრელიშვილი (53), 2:1 გაბრიჩიძე (80), 2:2 ლ. ჭელიძე (90);

გაფრთხილება: სიხარულია (6), ჩიკვაიძე(19), მიქაბერიძე (22), ჭეიშვილი (50), გაბრიჩიძე (90+3);

გაძევება: დეკანოიძე (82);

არბიტრი: ლევან კვარაცხელია

1.

დინამო თბილისი

13

9

2

2

25:10

29

2.

დილა

13

7

3

3

19:11

24

3.

სპარტაკი

13

7

2

4

13:18

23

4.

სამტრედია

13

6

3

4

14:10

21

5.

დინამო ბათუმი

13

6

2

5

13:12

20

6.

მეტალურგი

13

5

4

4

17:14

19

7.

მერანი

13

5

4

4

11:9

19

8.

ჩიხურა

13

5

4

4

15:14

19

9.

ზესტაფონი

13

4

6

3

27:18

18

10.

ტორპედო

13

3

7

3

16:15

16

11.

გურია

13

3

6

4

14:22

15

12.

შუქურა

13

3

5

5

12:16

14

13.

სიონი

13

3

3

7

12:19

12

14.

ვიტ ჯორჯია

13

3

2

8

11:16

11

15.

კოლხეთი

13

2

5

6

9:15

11

16.

ზუგდიდი

13

2

4

7

8:17

10

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.118193