ფეხბურთი

21:15 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსი "მადონინას" გამოტოვებს

"მილანის" "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ბრაზილიელმა მცველმა ალექსმა ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა და 23 ნოემბერს მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

"როსონერის" ექიმების თქმით, ალექსის არა მარტო მილანური დერბი გაუცდება, იგი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრებში "უდინეზეს" და "ჯენოას" წინააღმდეგაც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

32 წლის ბრაზილიელმა მცველმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 66 წუთს ატარებს.

0.108954