ნორვეგიელი ვუნდერკინდი მარტინ ოდეგაარდი დარწმუნებულია, რომ 16 წლის ასაკში მადრიდის “რეალთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
15 წლის ფეხბურთელის შეძენით, რომელსაც თამაშის სტილით ლიონელ მესის ამსგავსებენ, მადრიდელთა გარდა, “ბაიერნი,” “მანჩესტერი” და “ლივერპული” დაინტერესდნენ.
როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, “სამეფო კლუბი” სკანდინავიელთან კონტრაქტს მაშინ გააფორმებს, როცა ფეხბურთელი 16 წლის გახდება.
ოდეგაარდმა ეროვნული ნაკრების მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, რაც უნიკალური მოვლენაა, თუმცა ხშირად ამომავალი ვარსკვლავები პოტენციალს ბოლომდე ვერ ამჟღავნებენ. დრო გვაჩვენებს შევა თუ არა ოდეგაარდი გამორჩეულთა სიაში.