“დენვერ ნაგეტსის” და “ნიუ ორლეან პელიკანსის” (117:97) მატჩში მეტად უცნაური რამ მოხდა. მატჩის მეორე პერიოდში, “დენვერის” ცენტრი ჯავალ მაკგი შეეცადა ბურთი აუტში არ გადასულიყო, ამ დროს კალათბურთელი ერთ-ერთი გულშემატკივარი ქალბატონის გვერდით, სკამზე აღმოჩნდა, ამერიკელი კალათბურთელი ქალბატონს ლოყაზე ეამბორა, შემდეგ ადგა და თამაში განაგრძო.