ფეხბურთი

17:56 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ბრომი: “ჟორდანიაზე არასოდეს გავბრაზებულვარ”

“ალკმაარის” მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დერ ბრომმა, რომელსაც 2011-2012 წლების სეზონში “ვიტესი” გაუწვრთნია, ინტერნეტპორტალ gelderlander.nl-თან საუბარში განაცხადა, რომ არნემელთა ყოფილ მეპატრონე მერაბ ჟორდანიაზე არასოდეს გაბრაზებულა.

“ჟორდანიაზე არასოდეს გავბრაზებულვარ და მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც “ალკმაარში” დანიშვნა მომილოცა. დღემდე ბედნიერი ვარ და ყოველთვის, როდესაც არნემში ვარ, მხარდაჭერას ვგრძნობ. თუმცა, მეორე მხრივ ფაქტია, რომ გუნდიდან წარმატებული სეზონის შემდეგ წავედი” – თქვა ვან დერ ბრომმა.

0.139169