დერბი “დელა მადონინას” უდიდესი ისტორია აქვს. უკვე წლებია ამ ორი გუნდის შეხვედრა უდიდესი დაძაბულობით და სიფიცხით გამოირჩევა. მართალია, ბოლო წლებში ორივე გუნდს კრიზისული დროება უდგას, მაგრამ ალბათ, ეს დროებითია, რადგან დაღმასვლას ყოველთვის მოჰყვება აღმასვლა და პირიქით.
ჩვენ, გვინდა გავიხსენოთ ორი ულამაზესი დაპირისპირება ამ ორი გენიალური გუნდის შესრულებით, რომელიც 2005-2006 და 2006-2007 წლების სეზონში გაიმართა.
2006 წლის 14 აპრილს, “როსონერიმ” “ინტერი” 1:0 დაამარცხა და გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის 71-ე წუთზე ქართველმა კახა კალაძემ გაიტანა.
ხოლო 2006 წლის 28 ოქტომბერს გამართული შეხვედრა კი გაცილებით უხვგოლიანი გამოდგა და იგი “ინტერნაციონალეს” გამარჯვებით დასრულდა 4:3. შავ-ლურჯთაგან გოლები ერნან კრესპომ, დეიან სტანკოვიჩმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მარკო მატერაციმ გაიტანეს, ხოლო შავ-წითელთაგან თავი კლარენს ზეედორფმა ალბერტო ჯილარდინომ და კაკამ გამოიჩენს.