ფეხბურთი

17:26 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: “მილანური გუნდები თავიანთ სიმაღლეებს დაუბრუდებიან”

მოახლებული მილანური დერბის წინ იტალიურ მედიაში თავიანთ აზრს აფიქსირებენ “მადონინას” ყოფილი მონაწილენი.

“მილანის” ყოფილი ფორვარდი უკრაინელი ანდრეი შევჩენკო, რომელსაც ჯუზეპე მეაცას დარად მილანურ დერბიში ყველაზე მეტი, 14 გოლი გაუტანია, “გაძეტა დელო სპორტს” ესაუბრა 23 ნოემბერს გასამართ შეხვედრაზე.

-ალბათ, ეს “მილანი” და “ინტერი” არ არიან საუკეთესოები.

-დაღმასვლა ყველას აქვს ცხოვრებაში. ასეა ფეხბურთშიც. “მილანი” და “ინტერი” აუცილებლად დაიბრუნებენ ძველ დიდებას და ეს ამ დერბიდან უნდა დაიწყოს. ეს ყოველივე უფრო მნიშვნელოვანია მომავალ შეხვედრაში, ვიდრე 3 ქულის მოპოვება.

-იყო დრო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე იკვეთებოდა გზები.

-ეს ჩემი კარიერის გამორჩეული მომენტია. ორი ფრის შემდეგ, ფინალში გავედით.

-გახსოვთ გატანილი გოლი?

-ცხადია. არ იყო ყველაზე ლამაზი გოლი, მაგრამ იყო მძიმედ გასატანი. ზეედორფმა გადაცემა გამიკეთა, ჩემს წინ კორდობა იდგა, რომელსაც გავცდი და დავარტყი კარში.

-რას ელოდებით ამ დერბისგან?

-“მილანის” მოგებას. “იუვე” და “რომა” მასზე ძლიერები არიან ულაპარაკოდ, მაგრამ “როსონერის” მესამე ადგილზე გასვლა ხელეწიფება.

-მანჩინი “ინტერის” კოზირია?

-ნამდვილად. იგი ძლიერია, აქვს დიდი თამაშების გამოცდილება, თანაც ახალი მწვრთნელი ყოველთვის იწვევს ახალი ატმოსფეროს შექმნას.

-ინძაგი დერბიში, როგორც მწვრთნელი. როგორ წარმოგიდგენიათ?

-ენთუზიაზმით და ამავდროულად წყნარად. ისე, როგორც პიპო მოედანზე იყო. მას არ აქვს მანჩინის დონის გამოცდილება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

-ვინ შეიძლება გამოდგეს “მილანიდან” გადამწყვეტი როლის შემსრულებელი?

-ტორესისგან ველოდები გაცილებით მეტს და მას ეს შეუძლია. მის წინააღმდეგ მითამაშია ინგლისში და იგი ნამდვილად დიდი თავდამსხმელია. მისი ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ვერონა   2 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ატალანტა   1 - 3    მილანი

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   4 - 3    უდინეზე

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   1 - 2    პალერმო

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 4    ლაციო

შემადგენლობა

მოვლენები

ფიორენტინა   3 - 0    კიევო

შემადგენლობა

მოვლენები

ინტერი   4 - 3    ემპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ტორინო   5 - 0    ჩეზენა

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   3 - 1    ჯენოა

შემადგენლობა

მოვლენები

სამპდორია   2 - 2    პარმა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.31342