ფეხბურთი

15:54 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია ყოფილ მწვრთნელთან შეხვედრას მოუთმენლად ელის

არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონის მორიგ ტურში “ალკმაართან” სტუმრად მატჩამდე გუნდში თავისი მდგომარეობის შესახებ საუბარი არ ისურვა.

“ამის შესახებ არ ვისაუბრებ. ცხოვრება გრძელდება” – განაცხადა კაშიამ, რომელმაც ფეხის თითის მოტეხვის შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდით იუქმა და გუნდს 9 ნოემბერს “ფეინოორდთან” საშინაო შეხვედრაში (0:0) დაუბრუნდა.

“ალკმაარს” ჯონ ვან დერ ბრომი წვრთნის, რომელიც თავის დროზე “ვიტესში” მუშაობდა და 2011 წელს არნემელთა კაპიტნის სამკლავური კაშიას გადასცა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ვან დერ ბრომი შეაქო და თქვა, რომ მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის:

“საუცხოო ადამიანი და დიდი მწვრთნელია. მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. ვან დერ ბრომთან შეხვედრას მოუთმენლად ველი”.

0.061593