ბელგიის “გენკის” მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა ალექს მაკლიშმა იუპილერ ლიგის მორიგ ტურში “მეხელენთან” მატჩისთვის თორნიკე ოქრიაშვილი 18-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be იუწყება.
“რა თქმა უნდა, მას 90 წუთი თამაში არ შეუძლია. თუმცა, სათადარიგო სკამზე აუცილებლად იქნება. მომავალ მატჩში ჩვენ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება. ამიტომ, “ოქრის” ვუხმე. ის მენტალურად კარგ მდგომარეობაშია და სახეზე კვლავ ღიმილი აქვს”, – თქვა მაკლიშმა.
მას მერე, რაც ოქრიაშვილმა გიბრალტართან მატჩის შემდეგ საქართველოდან ბელგიაში დაბრუნება დააგვიანა და უდისციპლინობისთვის ახალგაზრდულ გუნდში დააქვეითეს, პირველ გუნდში არ უთამაშია. ბოლოს მან “გენკში” 27 სექტემბერს “შარლერუასთან” საშინაო მატჩში (1:1) ითამაშა.