მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის მურატ იაკინის თქმით, თავად ჯანო ანანიძეზეა დამოკიდებული მოხვდება თუ არა კვირას რუსეთის პრემიერლიგაში “მორდოვიასთან” გასამართ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში.
“კერ კიდევ პაუზამდე, რომელიც სანაკრებო მატჩებს უკავშირდება, ის კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ახლაც პირველ შემადგენლობაში მუშაობს. ვნახოთ, უახლოეს ვარჯიშებზე ჯანო თავს როგორ წარმოაჩენს. აქამდე, კარგად გამოიყურებოდა და ნებისმიერ მოთამაშეს მივესალმებით, რომელიც ფიზიკურად მატჩისთვის მზადაა. ზამთრის შესვენებამდე დარჩენილ ოთხ მატჩში შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელი დაგვჭირდეს” – იუწყება იაკინის სიტყვებს “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი მაგრამ თუ ჯაბას გარეშე თამაშმა ბალანსი დაკარგა ეგ ჩემისები მანამ როგორ თამაშობდნრნ ჯაბა სანამ არ იყო გუნდში ??
მაგარია ასე კარგად რომ დაიწყო !
თავის დროზე არ უნდა აბარგებულიყო რეიმსიდან, მალევე დაბრუნდა უმარლეს დივიზიონში ეგ გუნდი
ხო მეც გამიკვირდა მაშინ, თან ასაკიც არ ქონდა ისეთი.