სხვა

14:09 | 22.11.2014 | ნანახია 3058 - ჯერ

ტოჩინოშინი მხოლოდ ჰაკუჰოს და კაკურიუს ჩამორჩება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინიშინმა ნოემბრის სუპერტურნირზე მე-11 გამარჯვება იზეიმა და მართალია, ბოლოს ტურის წინ, “იმპერატორის თასის” მოპოვების თეორიული შანსი აღარ აქვს, მიმდინარე შეჯიბრი მისთვის ძალიან წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა მორიგ წარმატებას აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა მიოგიეიუსთან ჭიდილში მიაღწია. ლევანმა სუკუინაგეთი იმარჯვა.

ტოჩინოშინის წინ მხოლოდ იოკოძუნები ჰაკუჰო (13 მოგება, 1 მარცხი) და კაკურიუ (12-2) არიან, რომლებიც უკანასკნელ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონის ვინაობასაც გაარკვევენ.

გორგაძეს თითო მოგებით ჩამორჩებიან იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და ოძეკი კისენოსატო. მე-14 საშეჯიბრო დღეს, ისინი, შესაბამისად, ჰაკუჰოსთან და სეკივაკე იჩინოჯოსთან დამარცხდნენ.

ბოლო ტურში ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუს გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში, მე-3 პოზიცია გარანტირებული აქვს, ხოლო თუკი ჰაკუჰომ კაკურიუს სძლია, ამ უკანასკნელთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს გაიყოფს.

უკანასკნელ ტურში გადაწყდება რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმირაზ ჯუღელის ბედი. დასავლეთის მე-5 ნომრით მოასპარეზე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-4 ნომერი შოტენრო იორიკირით დაჯაბნა და თანაბარი ბალანსი (7 მოგება, 7 მარცხი) მოუგროვდა. თუკი კვირას, ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-13 ნომერ ტოჩიჰირიუს აჯობებს, სატიტულო წინსვლა გარანტირებული ექნება.


კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:46 | 24.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

kelbo, gigatrancer - მადლობა პასუებისთვის

22:42 | 23.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

ეგ ოჩინოჯო რატო გახდა მაშინ სეკივაკე? ეგრევე რატო მიცეს?

17:46 | 24.11.2014
BEERTRANCE (97819)

გაუმართლა სხვების ბალანსშიც.

23:22 | 23.11.2014
kelbo (7279)

1. იჩინოჯომ 12-3 გააკეთა
2. იმ 3-იდანაც 2 ბოლოსკენ წააგო მაშინ როცა ოძეკებს და იოკოძუნებს დააჯახეს, ერთი გოიედუსთან წააგო მგონი და ერთიც ჰაკუჰოსთან... დანარჩენებს მოუგო ყველას მათ შორის კაკურიუს და კისეს რო მოუგო ზუსტად მახსოვს... ტოჩიმ კიდე გზადაგზა წააგო და ამის გამო არც ოძეკებთან და არც იოკოძუნებთან არ დაუყენებიათ, ეგ კი არა და მგონი არც სეკივეკე-კომოსუბებს არ შეხვედრია საერთოდ... მოკლედ რო ვთქვა იჩინოჯოს 12-3 ბევრად უფრო ხარისხიანი გამოუვიდა ვიდრე ტოჩის 11-4...
3. ამ ყველაფერთან ერთად იჩინოჯოს იმ მხრივაც გაუმართლა რო წინა ბაშოზე მის წინ ვინც იდგა რეიტინგში (ოძეკების და იოკოძუნების გამოკლებით) თითქმის ყველამ უარყოფითი დააფიქსირა... ამ ბასოზე ეგრე არ მომხდარა, ორივე სეკივაკემ დადებითი დადო და ასევე რამდენიმე მაღალი რანგის ტოჩიზე წინ მყოფმა მაეგაშირამაც

აი ეს სამი მიზეზია რა

22:42 | 23.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

kelbo - ასაშორიუ რატო გააგდეს?

23:15 | 23.11.2014
kelbo (7279)

და მარადონას რას ერჩოდნენ? კანეშნა ასაშორიუ ნარკოტიკზე არავის დაუჭერია მარა...
მოკლედ რო ვთქვა სუმოისტებს ხო აქვთ ზოგადად მარა განსაკუთრებით იოკოძუნას აქვს თავისი ქცევის კოდექსი... ასა კიდე ძაან ემოციური და აგრესიული ტიპაჟი იყო, აგრესიულად ამარცხებდა მოწინააღმდეგეებს და ემოციურადაც აღნიშნავდა ხოლმე (განსაკუთრებით ჰაკუჰოს რო დააბერტყებდა ხოლმე)... რავი აი იმენა მართლა მარადონა არი მაგისი ყველაზე კარგი შესადარისი... თან გაჩნდა ეჭვები რო მონღოლი რო იყო მაინცდამაინც არ უნდოდათ რო ამას მოეხსნა და შარზე იყვნენ ისიც სულ უფრო და უფრო უპირისპირდებოდა ფედერაციას (იასნა ჰაკუჰოც მონღოლია მარა ამას შარს ვერ მოდებ ისეთია და პახოდუ მიეჩვიენ სუმოს მამები მგონი ნელნელა მონღოლთა ბატონობას)
დაწვრილებით აღარ მოვყვები ახლა რეები ხდებოდა, ყველაფერი არც მე ვიცი რათქმაუნდა და რაც ვიცი იმის წერასაც დიდი დრო და ადგილი უნდა... ზოგადი სურათი რაც დავწერე ის იყო

13:04 | 23.11.2014
ukleba (17336)

Bichebo aq dacinaureba ris safudzvelze xdeba. Anu gasagebia dadeboti balansi raa. Mara mainc ver vxvdebi rato ver xdeba komusubi tochi. Ai iokudzuna ro gaxdes adamiani amistvis ra ari sachiro???

16:58 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

გააჩნია სხვების ბალანსსაც. ტოჩი ახლა კომუსუბი ვერ გახდება იმიტომ რომ მაეგაშირა 1 ტოჩიოძანს და მაეგაშირა 3 ტაკაიასუს საკმარისი დადებითი ბალანსები აქვთ. სავარაუდოდ მაეგაშირა 1 იქნება ტოჩი.

14:35 | 23.11.2014
kelbo (7279)

ტოჩიმ კი დააფიქსირა დადებით მარა მნიშვნელობა აქვს სხვა რას იზამს იმასაც...

რაც შეეხება იოკოძუნას და კიდე ოძეკის, ამ პოზიციების მისაღწევად მარტო დადებითი ბალანსები არ კმარა, გარკვეული ნორმატივებია:
1. სეკივაკემ ზედიზედ სამ ბაშოზე უნდა მოაგროვოს ჯამში 33 მოგება (ანუ მაგალითად 11-4 რო გააკეთოს სამჯერ), რო გახდეს ოძეკი... ესაა მინიმალური მოთხოვნა
2. იოკოძუნა რო გახდე მაგისთვის საჭიროა რო ოძეკის რანგში მყოფმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ბაშო (ან ბაშოს მოგების ექვივალენტი შეასრულო, რასაც ფლეიოფში წაგებას უძახიან)

სამაგიეროდ ამ ორი რანგიდან ჩამოვარდნაც ძნელია... იოკოძუნადან დაქვეითება საერთოდ არ ხდება, თუ იოკოძუნა ვეღარ ქაჩავს კარიერა უნდა დაასრულოს
ოძეკიდან მაშინ დაქვეითდები თუ ზედიზედ ორჯერ უარყოფით ბალანსს დააფიქსირებ

აი ახლა მაგალითად ერთდროულად ორმა ოძეკიმ კოტოშოგიკუმ და გოიედუმ დააფიქსირეს უარყოფითი და შემდეგ ბაშოზე ჩაყენებული იქნებიან "კადობანში" რაც იმას ნიშნავს რო თუ იანვარშიც მაკეკოშიზე გავიდა რომელიმე მათგანი, ეგრევე სეკივაკეზე ჩამოქვეითდება

12:54 | 23.11.2014
italiafun-juventino (12319)

ჰაკუჰოს ასაშორიუმდე და ტაიჰომდე ბევრი უკლია?

14:26 | 23.11.2014
kelbo (7279)

ჰაკუჰო კაკრაზ ტაიჰოს გაუთანაბრდა დღეს, 32-ე ბაშო ჩაიჯიბა... კიდე ერთიც და აბსოლუტური რეკორდსმენი იქნება...
ასაშორიუს 25 აქვს, რო არ გაეგდოთ ალბათ მაგი მოხსნიდა რეკორდს ჰაკუჰომდე

16:56 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

მალე გადაასწრებს.

14:36 | 23.11.2014
italiafun-juventino (12319)

მადლობა მეგონა ასაშორიუსაც მეტი ჰქონდა ჰაკუჰოზე

12:47 | 23.11.2014
maradiora (228)

ცრემლებს ვერ იკავებს ჰაკუჰო :-)

12:56 | 23.11.2014
qortu (217)

რატო შეიკავებს რო, ლეგენდაა კაცი, კაცი კი არა მხეცია

16:55 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

კი და რეკორდსაც დაამხობს მალე.

12:22 | 23.11.2014
maradiora (228)

ტოჩიოზანი და ტაკაიასუ გახდებიან კომუსუბები,ტაკარაფუჯი პირველი მაეგაშირა,ტერუნოფუჯი ან მეორე მაეგაშირა ან პირველი ამის მიხედვით ტოჩიც ან მეორე იქნება ან პირველი,კარგია რო იკიოიმ წააგო დააქვეითებენ მეორე-მესამე მაეგაშირობამდე..

12:14 | 23.11.2014
mircho (1993)

ტოჩიოძანი და ტაკაიასუ იქნებიან კომუსუბები. ნამდვილად ძალიან დასანანი იყო.
არადა ტაკაიასუმ, 2 იოკუძუნას მოუგო ან ბაშოზე და ალალია მისთვის სანიაკუში შესვლა.
კარგი იქნებოდა ორივე ტოჩი რო კომუსუბები ყოფილიყვნენ

12:08 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

დასანანია რომ წააგო ტოჩიმ, სავარაუდოდ მაეგაშირა 1 იქნება შემდეგ ბაშოზე და იმედია იქიდან სანიაკუში შეაღწევს.

12:05 | 23.11.2014
penomena (1374)

Gახდება 1 ან 2 მაეგაშირა ტოჩი მომდევნო ბაშოზე გააკეთებს დადებითს

12:04 | 23.11.2014
penomena (1374)

Aრაუშავს მაინც კარგი შედეგია.გაგამ რო მოიგო უმნიშვნელოვანესია მემგონი მომდევნო ბაშოზე დაუბრუნდება ელიტას.

12:01 | 23.11.2014
maradiora (228)

სამწუხაროდ ტოჩის უშუალო კონკურენტებმა მოიგეს,უკვე შეიძლება ითქვას რო გამორიცხულია სანიაკუში ტოჩის გადასვლა :-(

11:40 | 23.11.2014
italiafun-juventino (12319)

ტეხავს

11:46 | 23.11.2014
qortu (217)

არაუშავს, სანიაკუს თავზე დაიმხობს და ნერე აწევენ სეკივაკეზე, 1 მაეგაშირა ნუ გგონიათ ცუდი,

11:52 | 23.11.2014
italiafun-juventino (12319)

შემდეგ ბაშო მარტშია ხო? იმედია შემდეგზე უკეთესაც იასპარეზებს

12:02 | 23.11.2014
maradiora (228)

იანვარში

11:35 | 23.11.2014
maradiora (228)

რა სამწუხაროა,უმნიშვნელოვანესი ბრძოლა წააგო უშუალო კონკურენტთან :-(

11:36 | 23.11.2014
qortu (217)

სამწუხაროა ძალიან, მაეგაშირა 1 თუ იქნა აწი კაი იქნება, საინსტალაციოში რომ ვერ ვაგდებ მაგ დაარქივებულ ფაილს რა ვქნა მითხარი ძმურად

11:43 | 23.11.2014
maradiora (228)

ამოაარქივე,სამი ფაილია და ჩაყარე დაინსტალირებულ პაპკაში,გადააწერე თავზე

11:48 | 23.11.2014
qortu (217)

რომელი არრხი უნდა ჩავრთო, სუმო ვერ ვიპოვე

11:58 | 23.11.2014
maradiora (228)

სხსნაში ხო წერია NHK და ქოხის მსგავსი ნიშნული როაქვს იაპონურად

11:46 | 23.11.2014
qortu (217)

გავაკეთე, გაიხარე

11:30 | 23.11.2014
qortu (217)

წააააგოო

11:11 | 23.11.2014
maradiora (228)

დღეს თუ გინდათ live-ის ყურება ეს დააყენეთstripslashes((strlen('http://www.japan-sumo.ru/forum/viewtopic.php?f=20&t=113&start=675#p74306')>0?' http://www.japan-sumo.ru/forum/viewtopic.php?f=20&t=113&start=675#p74306':' http://www.japan-sumo.ru/forum/viewtopic.php?f=20&t=113&start=675#p74306'))
და საინსტალაციო პაპკაში ეს ჩააგდეთstripslashes((strlen('https://drive.google.com/file/d/0B8g11PWf2qNtQXczaFZMVktGcFk/view?pli=1')>0?' https://drive.google.com/file/d/0B8g11PWf2qNtQXczaFZMVktGcFk/view?pli=1':' https://drive.google.com/file/d/0B8g11PWf2qNtQXczaFZMVktGcFk/view?pli=1'))
წარმატებები ტოჩი..

11:13 | 23.11.2014
qortu (217)

შენ გაიხარე,

11:01 | 23.11.2014
mir11 (101)

ძმურად რა გამაგებინეთ იცი? ამ სპორტში იაპონელებს და მონგოლებს უპირატესობას ანიჭებენ ამ სპორტის მამები? წინა ბაშოზე იჩინოჯო 12-3 10 მოეგაშირადან სეკივაკე გახდა და ტოჩის 8 მოეგაშირადან იგივე შEდეგით არ შეუძლია სეკივაკეობა?

12:07 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

არ შეუძლია, იმიტომ რომ პირველ მაეგაშIრა ტოჩიოძანს დადებითი ბალანსი აქვს და ტაკაიასუსაც 10-5 ზე აქვს რომელიც მაეგაშირა 3-ია. ამიტომ ტოჩი ვერ გაიქაჩება სანიაკუზე.

11:07 | 23.11.2014
qortu (217)

ჯერ ერთი ის რომ ანიჭებენ უპირატესობას, მეორეც ის რომ ჯერ ჯერობით სანიაკუში მხოლოდ 2 ადგილია, კომუსუბის, ტოჩიოზანმა თუ მოიგო ასიანი ეგ ხდება ერთი კომუსუბი, აი მეორეს რაც შეეხება ჩემი აზრით ტარაკაიასო და ჩვენი ჯიგარი კაცი გაითამაშებენ, აი აიოიამამ თუ ვერ დაიცვა სეკივალეობა მერე არვი ნაღდად რას იზამენ ეგ ბებრუცუნები, იმიტომ რომ სეკივაკეზე ტოჩიოზანი აიწევს აოიამა ჩამოქვეითდება კომუსუბიზე, ნუ მოკლედ დღეს ტოჩიმ უნდა აკუწოს რა იაპონკა და ეგაა

10:49 | 23.11.2014
qortu (217)

არიიის, გაგა გავიდა დადებითზეეეე, სად ხააართ ხალხნოოოოოო?

12:06 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

კი გავიდა დადებითზე და გამიხარდა ძალიან.

10:53 | 23.11.2014
italiafun-juventino (12319)

ძალიან კარგიი.....გილოცავთ ყველას...ტოჩი როდის გამოდის?

10:54 | 23.11.2014
qortu (217)

სადგაც 6 ბრძოლის შემდეეგ, იმედია ტოჩიც გაგვახარებს

11:05 | 23.11.2014
italiafun-juventino (12319)

იმედიაა

09:32 | 23.11.2014
penomena (1374)

Aბა მგლებო ტოჩი გაგა ორივემ უნდა მოიგოთ წარმტებები!

02:58 | 23.11.2014
maradiora (228)

ვითომ სეკივაკეობის შანსი არ აქვს?
ვთქვათ ხვალ ტოჩიმ მოიგო და აოიამამ წააგო,ადგილი ხო თავისუფლდება,თუ ოძეკების მსგავსად აქაც კადობანი მოქმედებს?
წინა ბაშოზე იჩინოჯო 10-ე მაეგაშირადან 13-2 ბალანსით სეკივაკემდე აწიეს და თეორიულად ტოჩისაც უნდა ქონდეს შანსი
წარმატებები ხვალ ჩვენ გოლიათებს..

10:48 | 23.11.2014
qortu (217)

ვერა ვერ გაქაჩავს, ნუ მაინც ბებრების გადასაწყვეტი იქნება, რომლებიც იასნია უცხოელის წინ მაინც ტრაკაიასოს დააყენებენ

10:21 | 23.11.2014
ალექსანდრე (6188)

მეც ეგრე ვიფიქრე

23:27 | 22.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

ისე პატარა ამბავი არაა ამხელა წარმატებას მიაღწიო ... რამდენი ვარჯიშობს იაპონიაში... მონღოლეთსი

22:40 | 22.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

gigatrancer - აბა შენ, როგორც ამ საქმეში ჩახედულმა კაცმა, ეგ "სანიაკუს დონე" რა არი ეგეც აგვიხსენი, თორემ აირია გონება

23:13 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

ეგეც დავწერე, რო სანიაკუ არის როგორც ოფიცრობა ჯარში, მაეგაშირები როგორც რიგითები და სანიაკუ აერთიანებს კომუსუბი სეკივაკე ოძეკი იოკოძუნების ტიტულს. აი ლეიტენანტი, კაპიტანი პოლკოვნიკი გენერალის პონტში DDDDDDDDDDDDDDDDD

23:26 | 22.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

ოკ, მაგრამ კომოსუბი რომ გახდება, ძირითადად ხომ მაინც მაეგაშირებთან მოუწევს შეჯიბრი? რაც მე ვნახე ჩამონათვალში ესენი არიან უმეტესობა ასე რომ მგონი არაფერი შეიცვლება დიდად

00:22 | 23.11.2014
BEERTRANCE (97819)

ტოჩი ახლა იყო მაეგაშირა 8, მაგრამ კომუსუბი თუ გახდა თუნდაც მაეგაშირა 1. მოუწევს ამ სანიაკუს წევრებთან ჭEიდილი. რაც გაცილებით მეტია ვიდრე მაეგაშირების ქვედა ნახევარი

22:39 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

უელსმა რა უცებ აჯახა საპასუხო ლელო, აი ნამდვილი რაგბი

22:28 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

და იმედია გაგაც მოიგებს ხვალ, მის მოწინააღმდეგესაც 7-7ზე აქვს და გაუჭირდება.

22:28 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ იჩინოჯო ნახე რა, სეკივაკეს დონეზე კაჩი-კოშის გაშანშალება შეძლო, ჰაკუჰომ არ დაინდო ჰარუმა, და კუკურამაც გაუშვა ღიპუცა კადობანეში, ხვალ კარგი ბრძოლები უნდა იყოს.

22:27 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ ტოჩის, მომეწონა აი ეგეთი ილეთები დაამუღამოს და ნუ იქნება მარტო იორიკირზე დამოკიდებული

19:38 | 22.11.2014
kakha_n (427)

ეჰ იჩონოჯო ძროხასთან რო მოეგო რა იქნებოდა

22:07 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

იქნებოდა მარა (((

19:09 | 22.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

მიკვირს ასე ცოტა კომენტარი როა.....

19:56 | 22.11.2014
qortu (217)

ურჩევნიათ თავტვლიპაზე წერონ, ისე სიმართლე რომ ვთქვათ ბევრს სუმო სპორტად არც მიაჩნია, რაშიც ძალიან ცდებიან, სუმო მაგარია თავისი ყველაფრით, ტრადიციებით, სტილით და ა.შ. იმედია დამეთანხმებით კომპეტენტური მოყვარულები

19:59 | 22.11.2014
italiafun-juventino (12319)

კიი მე მაგრად მომწონს!! ჯერ ახლახანს დავიწყე ყურება და ბოლომდე ვერ ვერკვევი კარგად მაგრამ ძაან ვაჟკაცური სპორტია!

20:02 | 22.11.2014
qortu (217)

sumodb.sumogames.de ამ საიტის ესტუმრე ხოლმე და უფრო დაგააინტერესებს, ძაან მაგარი ნიუსებია და ტრადიციებშიც გაგარკვევს,

20:21 | 22.11.2014
italiafun-juventino (12319)

გაიხარე..გავერკვევი ნელნელა ))

20:13 | 22.11.2014
qortu (217)

ტოჩიმ ხვალ ტრაკაიასუს თუ მოუგო მაშინ იმედია კომუსუბობამდე გაქაჩავს მაგრამ იმ ტრაკაისუსაც რომ კაი შედეგი აქვს 9-5 ზე, თან მაეგაშირა 3 პოზიციიდან, ბებრების გადსაწყვეტი იქნება ბოლოს მაინც,

22:07 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

კი ბებრები გადაწყვიტავენ მაგრამ თუ მოიგო ტოჩIმ 12-3 იქნება და შანსიც უნდა ექნეს.

10:51 | 23.11.2014
qortu (217)

შანსი კი მაგრამ უცხოელი რომ არის ეგ უკვე ჩათვალე მინუს 2 მოგება, იმიტომ რომ ტრაკაიასუს უფრო წიინ დააყენებენ

17:15 | 22.11.2014
fubˈbɔɫ ˈkɫub bərsəˈɫonə (5)

თავისზე სუსტ მოწინააღმდეგეებს სტაბილურად ამარცხებს, ძლიერებთან აშკარად უჭირს, კიდევ უფრო უნდა მოუმატო ტოჩი.

17:09 | 22.11.2014
miriani (2665)

აი ეს მინდა რაააააააა, ასეთი ტექნიკა და სულ მალე ელიტაც ფეხქვეშ იქნებააა, აბა მარტო იორიკირით ფონს ვერ გავალთ და ეს გუშინ იჩინოჯომ დაგვიმტკიცა

16:05 | 22.11.2014
Erovnuli-Nakrebi (11812)

ტოჩიმ რაც ამ ბაშოზე გააკეთა, იყო ნამდვილი გმირობა! ასახელა ქვეყანა! სამწუხაროა, რომ მისი არცერთი ინტერვიუ არ მოგვისმენია. მადლობა ტოჩი!

22:06 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

აი მთავარია სანიაკუს წევრებთან რო მოუწევს ჯახი იქ იმარჯვოს.

14:48 | 22.11.2014
penomena (1374)

ტოჩიმ იპონის სტილში მოიგო-)))))

14:50 | 22.11.2014
TeMuChInI!!! (40)

კომოსუბი მებძოლი სულის წოდებაა ხოო?

22:05 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

არა, მაეგაშირები არიან როგორც ჯარში რიგითები, და კომუსუბი სეკივაკე ოძეკი და იოკოძუნა არის სანიაკუ ანუ როგორც ოფიცრობა ჯარში. მებრძოლის სულისთვის კანტო-შო პრიზია ხოლმე და ალბათ ტოჩის მიცემენ.

15:21 | 22.11.2014
qortu (217)

კომუსუბი წოდება არ არის, ტიტულია, რომელსაც ალბათ აუცილებლად მიიღებს ტოჩი, აი მებრძოლ სულს რაც შეეხება მაგას კანტო შო ქვია თუ არ ვცდები, აი ამ საიტს ეწვიეთ და უკეთესად გაერკვევით sumodb.sumogames.de, ხვალინდელი დღის ორთაბრძოლებში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მებრძოლებს.

14:48 | 22.11.2014
penomena (1374)

დადეს როგორც იქნა
0?'>https://www.youtube.com/watch?v=5f11VxYxl2E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw':'>https://www.youtube.com/watch?v=5f11VxYxl2E&list=UUsyhbQggi0M3t_DMePOLgSw'))

14:24 | 22.11.2014
italiafun-juventino (12319)

ხვალაც რომ მოიგოს კომუსუბობის შანსი ექნება?

22:04 | 22.11.2014
BEERTRANCE (97819)

ხვალ თუ მოიგო ნამდვილად მიცემენ და წესით ახლაც აქვს შანსი

15:23 | 22.11.2014
qortu (217)

ფაქტიურად არის უკვე კომუსუბიიი, ძირითადი კონკურენტი ტაკაიასუა და ხვალ თუ გაუიასნა მერე განაღდებული აქვს უკვე ეგ წოდება

15:30 | 22.11.2014
italiafun-juventino (12319)

მადლობა,იმედია აუცილებლად გახდება

0.13194