ფეხბურთი

13:45 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუან ვერონი: “2000-იანი წლების “ლაციოში” კლოზე და ბილიაც მოხვდებოდნენ”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხუან სებასტიან ვერონმა იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტს” ინტერვიუს მისცა. “ესტუდიანტესის” პრეზიდენტმა ძირითადად კარლოს ტევესის შესახებ და რომის “ლაციოზე” ისაუბრა.

- რამდენად შესაძლებელია, რომ კარლოს ტევესი თქვენს გუნდში აღმოჩნდეს?

- არა, შეუძლებელია. კარლოსისთვის არგენტინაში მხოლოდ ერთი გუნდი არსებობს, რომელიც გულში ჰყავს და ეს “ბოკა ხუნიორსია”.

- როგორ ფიქრობთ, “იუვე” გაუხანგრძლივებს მას კონტრაქტს 2016 წლის შემდეგაც?

- კარლოსი ნამდვილი ჩემპიონია და მაღალი კლასის ფეხბურთელი. მე მგონია, რომ ტევესი ტურინში ბედნიერია.

- “იუვეს” წყალობით ტევესი ნაკრებს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რას იტყოდით ამაზე?

- ეს არაა გასაკვირი. ტევესი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, როგორც ახლაა.

- ტევესისთვის ვისთან უფრო ადვილი იყო თამაში, თქვენს გვერდით თუ ახლა, პირლოს გვერდით?

- ჩვენ ერთად საკმაოდ ბევრი ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ნაკრებში. პირლოს კი კარლოსთან სამუშაოდ გაცილებით მეტი დრო აქვს.

- რა არ დაგავიწყდებათ არასდროს “აპაჩეს” შესახებ?

- 2007 წლის კოპა ამერიკა. ვცხოვრობდით ერთ ოთახში და “გრეხეთბოლსაც” ერთად ვთამაშობდით. მე და კარლოსი ერთ მხარეს ვიყავით, მესი და აბონდანსიერი კი მეორე მხარეს.

- დღეს საღამოს “თქვენი” “ლაციო” “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

- ტევესის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა “ლაციოც” მშვენიერი გუნდია.

- თქვენი აზრით, სტეფანო პიოლის გუნდიდან ვინ მოხვდებოდა იმ “ლაციოში”, რომელთანაც ერთად სკუდეტო მოიგეთ და რომელშიც ნესტა, მიხაილოვიჩი, სიმეონე, ნედვედი, მანჩინი თამაშობდნენ.

- კლოზეს და ბილიას იმ გუნდში მოხვედრა შეეძლებოდათ.

- ახლა ფეხბურთს უყურებთ, როგორც პრეზიდენტი და არა “ფანტაზისტა”. “ესტუდიანტესის” მთავარ მწვრთნელად ალეგრისა და პიოლოს შორის რომელს დანიშნავდით?

- ამ ორიდან არცერთს. ალბათ, უფრო რობერტო მანჩინის ვარჩევდი.

0.164875