ფეხბურთი

12:48 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლმა მანჩინის უარი უთხრა

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა მილანის “ინტერში” რობერტო მანჩინის თანაშემწეობა იუარა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

“ინტერში” დაბრუნებული მანჩინი 36 წლის ესპანელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას ორი კვირა აწარმოებდა, მაგრამ ვერ დაიყოლია. პუიოლის უარის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მას “ბარსელონაში” სამუშაოს მიტოვება არ სურს და მწვრთნელის ლიცენზია არ აქვს.

0.113188