ფეხბურთი

16:55 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისი თუ წავიდა, მას შურლე შეცვლის

გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, “დორტმუნდმა” თვალი ლონდონის “ჩელსის” ნახევარცველ ანდრე შურლეს დაადგა.

იურგენ კლოპს შურლე მარკო როისის შემცვლელად ესახება, ამ უკანასკნელის შესახებ კი ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ. “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა” – აი კლუბები, რომლებიც როისის მიმართ ინტერესს იჩენენ.

ანდრე შურლე “ჩელსიში” 2013 წელს “ლევერკუზენიდან” გადავიდა და ლონდონელთა რიგებში 38 შეხვედრაში 10 აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110764