ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “ტორონტო რეპტოსრთან” 83:124 დამარცხდა.
ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. “მილუოკის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ზაზა მხოლოდ 8 წუთი და 38 წამი ათამაშა. ქართველმა ცენტრმა ლიმიტირებულ დროში გუნდს 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 4-დან 3 საჯარიმო სროლა. ფაჩულიამ 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და და ბურთი ერთხელ დაკარგა.
“მილუოკს” 7 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა, კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებენ.