ფეხბურთი

1:33 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლავეცის სამქულიანი

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტური “მეცისა” და პსჟ-ს თამაშით დაიწყო. ტრადიციულად ლიგა 1-ში შაბათ-კვირის ტური პარასკევ დღეს, ერთი მატჩით იხსნება. ამჯერად ტური “სენტ-სიმფორიენზე” გაიხსნა.

ანგარიში მე-9 წუთზე პასტორემ გასხნა, ხოლო რამდენიმე წუთში ბუსმანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სტუმრები ორი ბურთით დაწინაურდნენ. მნიშვნელოვანი ჩამორჩენის გარდა პირველ ტაიმში თამაშიდან გამომდინარეც აშაკარა იყო პარიზელთა უპირატესობა, თუმცა ეს ფიქრი არასერიოზული გამოვიდა, როცა მეორე ტაიმი დაიწყო და მაიგამ ორი თერთმეტმეტრიანი ოთხ წუთიან მონაკვეთში გაიტანა.

ბლანის გუნდი პირველ ტაიმში კარგად კომბინირებდა. სწრაფი ტემპის გარდა პსჟ-ს მოთამაშეებს ფიზიკური სიმძლავრეც ეტყობოდათ.

მოდიბო მაიგა – “ლე მანის” ყოფილი ფეხბურთელი. მაკარიძის, ფანცხავასა და სანაიას ყოფილი გუნდელი. “ვესტ ჰემის” საკუთრებაში მყოფი მოთამაშის დუბლი ფრანგულ კლუბს პსჟ-თან არ ეყო.

ლავეციმ 83-ე წუთზე შეუგდო “მეცის,” როცა მასპინძლებმა ვეღარ გაუძლეს დაწოლას და გოლი გაუშვეს. უქულოდ დარჩა კარტიეს გუნდი, მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ კლუბს კარგად ეთამაშა. ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, რომელიც მათი კლასიდან გამომდინარე ლოგიკური იყო.

პსჟ ერთი ქულით ჩამორჩება “მარსელს.” ბილსას გუნდი პირველზეა, მათ მიერ კარგად აღებულ სტარტს ქულების დაკარგვა მოჰყვა. ლიგა 1-ში ინტრიგა თანდათან ღვივდება, რადგან პსჟ და “ლიონი” პირველ ადგილოსანს ფეხდაფეხ მიჰყვებიან.

მეცი – პსჟ 2:3 (0:2)

მეცი, “სტად სენტ-სიმფორიენი”

მეცი: კარასო, ბუსმანი (პალომინო 78), ჩოპლინი, მილანი, მეტანირე, ნ’დაუ, კაში, ლეჟუნე, მალუდა (კრივეტსი 46), სარი (ნ’გბაკოტო 46), მაიგა

მთავარი მწვრთნელი: ალბერტ კარტიე

პსჟ: სირიგუ, მაქსველი, სილვა, ვან დერ ვილი, მარკინიო, კაბაი (შანტომე 21), მოტა (მატუიდი 46), პასტორე, რაბიო (კავანი 73), იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი

მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი

გოლები: 0:1 პასტორე (9), 0:2 ბუსმანი (ავტოგოლი 16), 1:2, 2:2 მაიგა (თერთმეტმეტრიანი 49, თერთმეტმეტრიანი 53), 2:3 ლავეცი (86)

მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი

გაფრთხილება: ჩოპლინი (28), მაიგა (59), კაში (72), მილანი (74), ნ’დაუ (74), ლავეცი (86)

0.140417