თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძის და უკრაინელი ალიონა ფომინას დუეტმა მე-3 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიას და გერმანელ კრისტინა შაკოვეცს 6:3, 6:2 სძლიეს.
გასული მატჩი ნახევარფინალურ ეტაპზე შედგა, ამდენად, გორგოძემ და ფომინამ ფინალში გააღწიეს, სადაც პირველი რეიტინგით მოთამაშე სერბ ნატალია კოსტიჩს და სლოვაკ ჩანტალ სკამლოვას გაეჯიბრებიან.
ერთეულთა ტურნირში მე-2 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ კიდევ ერთ სლოვაკ კრისტინა შმიედლოვასთან 6:3, 0:6, 3:6 წააგო, ხოლო უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული გორგოძე ხორვატ ნინა ალიბალიჩთან 6:7 (4:7), 1:6 დამარცხდა.