იტალიური “ნაპოლი” გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველით, ივან პერიშიჩით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Gazzeta Dello Sport–ი ავრცელებს.
ნეაპოლური კლუბის თავკაცს, რაფაელ ბენიტესს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ხორვატი ფეხბურთელი ამის ერთ-ერთ კანდიდატად ეგულება.
პერიშიჩს “მგლებთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება და ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ივანმა “ვოლფსბურგის” მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბეშიქთაში რომ მისი გოლით გამოეთიშოს ასპარეზობას კაიფი იქნება.
რა ბეშიქთაში 4 ადილზე გავიდა რაუნდა ჩემპიონთა ლიგაზე?
კარგი ამბავია ნამდვილად წარმატებები ნიკას, იდეალურია ტრამპლინად პაოკი.