ფეხბურთი

21:57 | 21.11.2014 | ნანახია 1976 - ჯერ

როცა ვენგერი მესის შეძენას ცდილობდა

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ცდილობდა 15 წლის ლიონელ მესის შეძენას, თუმცა სუპერვარსკვლავი წლების წინ ლონდონში არ წავიდა. ფრანგს “ბარსას” აკადემიიდან სურდა არგენტინელისა და ესპანელი ცენტრალური მცველის ხერარდ პიკეს შეძენა.

საბოლოოდ “არსენალში” სესკ ფაბრეგასი გადავიდა, ხოლო მესი და პიკე ესპანეთში დარჩნენ. “სკაი სპორტის” ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მესის “არსენალში” გადასვლას იმ ფაქტმაც შეუშალა ხელი, რომ ინგლისელები სამხრეთ ამერიკელის მშობლებს მუდმივი სამუშაო ვიზის მიღებაში ვერ დაეხმარნენ, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მესის ოჯახისთვის.

“მანჩესტერთან” შეხვედრის წინ ინგლისელი ჟურნალისტები ამ თემაზე დაეკითხნენ ვენგერს.

“ვფიქრობ, მესიმ არ მოისურვა “არსენალში” წამოსვლა. ესაა პერიოდი, როცა ფაბრეგასი შევიძინეთ, ხოლო მანამდე მესი და სესკი “ბარსას” აკადემიაში ერთად თამაშობდნენ”, - აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.

“მსურდა ამეყვანა ფაბრეგასი, მესი და პიკე, თუმცა მხოლოდ სესკთან მომიხდა მუშაობა. არგენტინელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა იქ, ამიტომაც ჩვენთან წამოსვლა მას დამატებით სირთულეებს შეუქმნიდა. რაც ახალგაზრდა, 15 წლის მოთამაშესთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც რთულია”, - დაასრულა არსენ ვენგერმა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:16 | 22.11.2014
a.senna-guardiola (5607)

ეს რო იყოს სუონსის ან ნიუკასლის ტრენერი კიდე ფო,მარა არსენალს ბარსაზე მეტი ფული აქ და რას ჟოშკავს

10:03 | 22.11.2014
maestro10 (13745)

არსენა დაყ*****დი

02:24 | 22.11.2014
kacichamia (5093)

Gylfi როცა წიგნაკა ვან გაალ. ახსენებ იქ თუთ ჟოზეს მოხსენიება ჩემი აზრით ტეხავს.

14:17 | 22.11.2014
Ginobili.20 (932)

ვან გაალი არაა ცუდი ტრეინერი, პროსტა ახლა კარგად ვერ დავუკვირდი, ერთმანეთის გვერდით მომივიდა მაგის და მოუს დაყენება, იზვინი

23:39 | 21.11.2014
BEERTRANCE (97819)

აუ რა პედოფილა ტიპია DDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:15 | 21.11.2014
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ხო იასნია 15 წლისა ენდომებოდა, აბა 22 წლისა რა ფეხებად უნდოდა

22:37 | 21.11.2014
Ginobili.20 (932)

სასტავი ჩამქოლავს ახლა ალბათ, მაგრამ არ მიმაჩნია ეს კაცი ისეთ დიდ მწვრთნელად, როგორიც ფერგიუსონი, ლიპი, ვან გაალი ან თუნდაც მოურინიოა

00:35 | 22.11.2014
adp10 (10711)

რატო უნდა ჩაგქოლონ ))) რაც სიმართლეა ეგაა, არსენალის სატრანსფერო პოლიტიკას ალიბად იყენებს, მაგრამ ეგ არაა გასასამართლებელი არგუმენტი. მწვრთნელი რო ხარ და გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში მართავ, მგონი უნდა შეგეძლოს და მოითხოვო ის ფეხბურთელები, რომლებსაც თვლი საჭიროდ.ეს კაცი კიდევ სულ წუწუნებს, მგონია რომ აკმაყოფილებს მსგავს სიტუაციაში ყოფნა და ახალგარზდებსი ხარჯზე თუ შევიდა 4ელში, მერე იძახის რომ აი ხო გავიყვანე გუნდი ლიგაზეო. აბა ეგერ მოურინიო სადაც მივიდა, ყველგან გაატრაკა და ის ფეხბურთელები იყიდა, ვინც მას სურდა. ეს არის უამბიციო მწვრთნელი ჩემი აზრით, რომელიც ასე დაასრულებს კარიერას.

14:14 | 22.11.2014
Ginobili.20 (932)

100%ით თქვი ჩემი მოსაზრება ამაზე ) წაგებულის მენტალიტეტი აქვს და მიტო ვერ ქაჩავს.

23:15 | 21.11.2014
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

მართლა ეგრეა რა არის ჩასაქოლი. ფერგიუსონთან შედარებას რაც შეეხება არც შეიძლება შედარება...
მარა არსენალს რო სხვა პოლიტიკა ქონდეს შედარებით უკეთესი იქნებოდა ვენგერიც

23:23 | 21.11.2014
Ginobili.20 (932)

ვინც წავიდა ბოლო წლებში არსენალიდან, ყველა ტიტულების გამო წავიდა, შენც გეცოდინება. როგორი ტრეინერია იცი, ყველა მატჩში რო ერთი და იგივე ტაქტიკით ათამაშებს გუნდს მეტოქის მიუხედავად, და მიტო ქაჩავენ კარგ თამაშს მაქსიმუმ 2-3 თვე )

22:00 | 21.11.2014
kobe bryant24 (4850)

მე შეძენის ნაცვლად შეცდენა წავიკითხე და მეთქი მართლა პედოფილაითქო

0.131815