საფრანგეთის ჩრდილოეთის ქალაქ ლილის პიერ მორუას სახელობის სტადიონზე სტარტო დევისის თასის ფინალმა აიღო და პირველსავე საასპარეზო მატჩში საჩოგბურთო შეხვედრაზე დასწრების რეკორდი დამყარდა. ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და შვეიცარიელი სტენ ვავრინკას ორთაბრძოლას ტრიბუნებიდან 27432 გულშემატკივარმა მიადევნა თვალი. წინა მიღწევა 2004 წელს სევილიაში დამყარდა, სადაც ასევე დევისის თასის ფინალს ესპანელებსა და ამერიკელებს შორის 27200 ქომაგი დაესწრო.
ვავრინკასა და ცონგას მატჩს რაც შეეხება, რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა შვეიცარიელმა კორტის მასპინძელი 6:1, 3:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და თავის გუნდს პირველი ქულა მოუპოვა. შეხვედრა 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ვავრინკამ 4 ეისი, 8 ბრეიკი შეასრულა და ცონგასთან პირად მატჩებში ანგარიში გააყაიმა – 3:3.
მეორე მატჩში ერთმანეთს გაელ მონფისი და როჯერ ფედერერი ხვდებიან.