ფეხბურთი

16:35 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეივა “ლივერპულის” დატოვებისთვის მზადაა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” საყრდენი ნახევარმცველის ლუკას ლეივას აგენტის ენრიკე კოელიოს განცხადებით, მის კლიენტს “მერსისაიდელთა” რიგების დატოვება ზამთარში შეუძლია.

27 წლის ფეხბურთელს ბოლო დროს იტალიურ “ნაპოლის” უკავშირებენ. ნეაპოლელთა თავკაცი რაფაელ ბენიტესი ლეივასთან ერთად “ლივერპულში” მუშაობდა და ფეხბურთელს კარგად იცნობს.

“ბუნებრივია, იანვარში ლეივას შეუძლია კლუბი დატოვოს და ამისთვის მზადაა. “ნაპოლი”? რაფაელ ბენიტესის თავკაცობის პერიოდში ლუკასი “ლივერპულში “ თამაშობდა, ასე რომ ეს ვარიანტიც გამოსარიცხი არაა.” – განაცხადა კოელიომ.

ნაკლები სათამაშო დროის გამო ბუნებრივია ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს და ამის წინააღმდეგი არც “ლივერპულია”. მიმდინარე სეზონში ლეივამ მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 61 წუთს ატარებს. გასულ სეზონში ბრენდან როჯერსმა ბრაზილიელი 30 მატჩში დატვირთა. ბრაზილიელ ფეხბურთელს “წითლებთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონ გირვანქას შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112267