სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები განახლდა. დღეს მე-13 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. გორში ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფში მყოფი თანაბარქულიანი “დილა” და “სამტრედია” შეხვდნენ. გორელებმა გურამ ადამაძის ლამაზი თავურით გატანილი გოლით მოიგეს და მეორე ადგილზე მყარად დადგნენ.
“ვიტ ჯორჯიამ” შინ “მეტალურგთან” წააგო და გასავარდნ ზონაშია. ქობულეთში ბათუმის “დინამო” თავიდან აგებდა “სიონთან,” მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვა. მეგრული დერბი კი უგოლოდ დასრულდა.
21 ნოემბერი
დილა (გორი) – სამტრედია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გურამ ადამაძე (64)
მერანი (მარტვილი) –კოლხეთი (ფოთი) 0:0
ვიტ ჯორჯია (მცხეთა) – მეტალურგი (რუსთავი) 0:2 (0:2)
გოლები: 0:1, 0:2 დავით გელაშვილი (7, 39)
დინამო (ბათუმი) – სიონი (ბოლნისი) 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (24), 1:1 ამირან მუჯირი (61), 2:1 თეიმურაზ შონია (79)
53-ე წუთზე ამირან მუჯირმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
22 ნოემბერი
სპარტაკი (ცხინვალი) – შუქურა (ქობულეთი)
თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 14:00
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ.ფიფია, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (“შუქურა”)
ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი
ქუთაისი, “ცენტრალური.” 14:00
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ი.უკლება, ა.კრიჭაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (2 დამ.ასისტენტი), დ.სანოძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ვალერი აბრამიძე (“ტორპედო”)
ზუგდიდი – დინამო (თბილისი)
ზუგდიდი, “ბაიას ბაზა.” 14:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, დ.ჩიგოგიძე, ი.მაჩიტიძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
გურია – ჩიხურა (საჩხერე)
ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე” 14:00
მსაჯები: ლ.კვარაცხელია, გ.ჩიგოგიძე, ზვ.ერქვანია, ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი (“ჩიხურა”)
1. | დინამო (თბ) | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
2. | დილა | 13 | 7 | 3 | 3 | 19:11 | 24 | |
3. | სამტრედია | 13 | 6 | 3 | 4 | 14:10 | 21 | |
4. | დინამო (ბთ) | 13 | 6 | 2 | 5 | 13:12 | 20 | |
5. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
6. | მეტალურგი | 13 | 5 | 4 | 4 | 17:14 | 19 | |
7. | მერანი | 13 | 5 | 4 | 4 | 11:9 | 19 | |
8. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
9. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
10. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
11. | შუქურა | 12 | 3 | 5 | 4 | 12:15 | 14 | |
12. | გურია | 12 | 3 | 5 | 4 | 12:20 | 14 | |
13. | სიონი | 13 | 3 | 3 | 7 | 12:19 | 12 | |
14. | ვიტ ჯორჯია | 13 | 3 | 2 | 8 | 11:16 | 11 | |
15. | კოლხეთი | 13 | 2 | 5 | 6 | 9:15 | 11 | |
16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.