“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” მისმა ნაადრევმა დებიუტმა, მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია. ბოიანი კატალონიურ გრადში დებიუტისას 17 წლის და 19 დღის გახლდათ.
“17 წლის ვიყავი და ძალიან დიდი ზეწოლა იყო ჩემზე. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი, საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი, მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად. ამ დროს ჩემი მეგობრები სკოლაში დადიოდნენ. ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. ძალიან ადრე მომიწია დიდი გუნდში თამაში. დავკარგე ბავშვობის რაღაც ნაწილი. იმ პერიოდში, ფეხბურთის გამო, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობის დრო არ მრჩებოდა”,- კრკიჩის სიტყვებს Telegraph-ი ციტირებს.
ბოიან კრკიჩმა “ბარსელონას” მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.