კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ ბოლოდროინდელ ცნობებზე “პარი სენ ჟერმენში” მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“პსჟ-ში გადასვლა? არ ვიცი. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა გუნდში მუშაობის გაგრძელებაა და არა წინასწარმეტყველება თუ რა მოხდება მომავალში. ჩემი მიზანი ყოველთვის დიდ კლუბში თამაში და ტიტულების მოგებაა. ამიტომ არასდროს შეიძლება კარი მოუხურო დიდ კლუბს.” – განაცხადა იაია ტურემ.
31 წლის ფეხბურთელმა აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კამერუნის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და 100-იანთა კლუბს შეუერთდა.