მიუნხენის “ბაიერნის” ხუთშაბათის ვარჯიშში მონაწილეობა მეკარე მანუელ ნოიერმა და მცველმა ჟერომ ბოატენგმა მიიღეს, რომლებიც მანამდე საწვრთნელ პროცესში ტრავმების გამო ვერ მონაწილეობდნენ.
28 წლის კიპერმა და 26 წლის მცველმა, გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი ტრავმების გამო გამოტოვეს. მიუნხენური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახლა ორივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და 22 ნოემბერს “ჰოფენჰაიმთან” გასამართ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.
სავარაუდოდ, “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა თომას მიულერი. 25 წლის შემტევი სანაკრებო შეხვედრაში დაშავდა და საწვრთნელ ცენტრშიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
პარალელურად, მიუნხენელები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბმა კონტრაქტი გააფორმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირასთან. 27 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და შესაბამისად, 2015 წლის იანვრიდან უფლება აქვს მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს.
ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაიერნი” და ხედირა ახალ წელს აღარ დაელოდნენ და უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს. გერმანიის ჩემპიონის პრეს-სამსახურის უფროსმა მარკუს ჰორვიკმა სასწრაფოდ უარყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
manu
ჩემი აზრით ნოიერი ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა დღეს მსოფლიოში...
არ დაფასება რა შუაშია?2 საყრდენით თამაშობს ბაიერნი და ამ პოზიციაზე სათამაშოდ შვაინა,ალონსო,მარტინესი,როდე,ალკანტარა გვყავს და კიდევ 1 კაცი რათ გვინდა?ტყუილად ფულის გადაყრაა,ერთადერთი როისი უნდა ვიყიდოთ და ეგაა ხოლო თუ რაფინიას,დანტეს,ჰოიბერს და შაჩირს გავყიდდით 1 ფლანგის მცელი დაგვჭირდება კიდე და ეგაა
არ გინდათ, ნუ გინდათ )))
ხედო გამოსადეგი ფეხბურთელია და ეს მოდრიჩის ტრავმიანობის დროს დამტკიცდება )))
გამოსადეგარი როგორ არ არის ამას არც არავინ უარყოფს
რატო არ აფასებენ ედირას ვერ ვხვდები არადა ერთერთი საუკეთესოა მის პოზიციაზე
როგორ არ ვაფასებ მაგრამ სხვა სტილის ფეხბურთელები უფრო მომწონს მის პოზიციაზე ვისაც მეტად ეხერხება ბურთის ტარება კარგი პასი ბევრად მეტი აზროვნება ვიდრე მას
ხედო არც ნაკრებში მინდა მას ბევრად მირჩევნია გიონდოგანი მაგრამ სამწუხაროდ გიო შორს არის ფორმიდან ისე ხედოსაც საკმაოდ პლიუსები აქვს უბრალოდ ჩემ გემოვნებაში არ ჯდება
არამგონია პეპს ხედირას სათამაშო სტილი მოსწონდეს ისევე როგორც მე იმედია არ ვიხილავ ბავარიაში
კარგია ხედირა არ გვჭირდება,ხავი მარტინესი გვყავს ტიპიური საყრდენი და შემტევი საყრდენი კი ალონსო,შვაინა,როდე და მეტი არაა საჭიროება ვინმესი,აი კლოპმა რომ დაითრიოს გაასწორებს ჭირდება თან უფასოდ და 6 ლიმონი ხელფასის გადახდაც შეუძლიათ