ჩოგბურთი

11:38 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი მირკა ფედერერის გარეშე

დღეს საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილში დევისის თასის ფინალური მატჩი აიღებს სტარტს. ერთეულთა 2 მატჩში ერთმანეთის პირისპირ ჯერ ჟო-ვილფრიდ ცონგა და სტენ ვავრინკა წარსდგებიან, შემდეგ კი საფეხბურთო არენაზე სახელდახელოდ მოწყობილ კორტზე გაელ მონფისი და როჯერ ფედერერი გავლენ.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ლილის ფინალურ ასპარეზობას არ დაესწრება როჯერის მეუღლე მირკა. შეგახსენებთ, ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში ფედერერისა და ვავრინკას ნახევარფინალური მატჩის მსვლელობისას მირკამ ტრიბუნიდან არაკორექტულად მიმართა ვავრინკას, რამაც სტენის განაწყენება გამოიწვია. ამასთან, დევისის თასის წინასამატჩო პრესკონფერენციისას როგორც ვავრინკამ, ასევე ფედერერმა განაცხადეს, რომ ყოველგვარი უთანხმოება დაძლეულია და შვეიცარიელთა ეროვნული გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული მიზნის მისაღწევად.

0.11355