“ვალენსიას” თავდამსხმელი, პაკო ალკასერი გარკვეული პერიოდის განმალობაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრების რიგებში მიიღო. დღეს ალკასერმა ვარჯიში ვერ შეძლო და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ცხადია პაკო “ლევანტესთან” გასამართ დერბის გამოტოვებს.
21 წლის ფორვარდს ალვარო ნეგრედო შეცვლის, რომელიც “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს.