“ზესტაფონმა” უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ბუბა დაუშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მოთხოვნა წაუყენა. 2012 წელს ქართველმა საყრდენმა ილია კოკაიასთან კონფლიქტისა და ნახევარი სეზონით “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობაში ყოფნის შემდეგ ლვოვის კლუბს მიაშურა.
ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბებს შორის წარმოშობილი დავის შემდეგ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ლოზანის საარბიტრაჟომ უკრაინულ მხარეს “ზესტაფონისთვის” 180 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
“კარპატისგან” თანხა “ზესტაფონს” 30 დღეში უნდა მიეღო, თუმცა ქართულ კლუბს თანხა არ მიუღია და მათი პროტესტის მიზეზიც ამ ფაქტმა განაპირობა.