აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-12 ტურში ბაქოს აზალ-მა, რომელშიც ლაშა კასრაძე გამოდის, სახლში “გაბალას” ვერ მოუგო – 3:3.
ქართველი მცველისთვის მატჩი უიღბლოდ დაიწყო, ვინაიდან 23-ე წუთზე მეტოქის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფეხით თავის კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ, მასპინძლები შეხვედრას ორჯერ იგებდნენ, მაგრამ “გაბალამ” 88-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. აზალ-ს 10 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, ევროპის ლიგაში მოასპარეზე ბაქოს “ნეფთჩი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე პენალტიდან გაიტანეს. “სიმურგი” 14 ქულით მეხუთეა.