ინგლისური “საუთჰემპტონი” ლონდონის “ტოტენჰემის” ორი ფეხბურთელით, ჰარი კეინითა და ანდროს თაუნსენდით ინტერესდებ – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
როგორც ცნობილია, “ტოტენჰემს” “წმინდანების” შემტევის ჯეი როდრიგესის შეძენა სურთ. ამიტომაც, გამორიცხული არაა ბარტერი შედგეს. კლუბები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ.