ფეხბურთი

16:38 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის “რეალში” დარჩენა დიდი ხნით სურს

მადრიდის “რეალის” იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ერთ-ერთ ესპანურ რადიოს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

იტალიის ნაკრებზე - “რეალში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც იციან და ამიტომაც ზაფხულში ისინი არ დამკავშირებიან. მომწონს ყოვედღიური სამწვრთნელო პროცესი. ასე უფრო ხშირი კონტაქტი მაქვს მოთამაშეებთან და ფეხბურთთან. ესაა მიზეზი, რომ ისევ კლუბში ვმუშაობ. თანაც, “სკუადრა აძურას” უკვე ჰყავს მაღალი დონის მწვრთნელი ანტონიო კონტეს სახით, რომელსაც შეუძლია იტალიის ნაკრები ძველ სიმაღლეებზე აიყვანოს.

“რეალთან” ახალ კონტრაქტზე - “ამ ეტაპზე გახანგრძლივების თაობაზე შეთავაზება არ ყოფილა, მადრიდში მუშაობას კი სიამოვნებით გავაგრძელებდი. ჩემთვის რთული იქნება “რეალზე” უკეთესი კლუბის პოვნა. ჯერ კიდევ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი მაკავშირებს “სამეფო კლუბთან” და ვფიქრობ, კონტრაქტის გაგრძელება მოხერხდება. რაც მთავარია, ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა მაქვს”.

სილვიო ბერლუსკონიზე - “მილანში” მუშაობის პერიოდში ძირითადი შემადგენლობის გაცნობა სილვიო ბერლუსკონის თამაშის წინ ყოველთვის სურდა, ასეთი რამ პერესს ჩემთვის არასდროს მოუთხოვია”.

0.113678