ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის საამდილაო მატჩში “კლივლენდი” შინ “სან ანტონიოსთან” 90:92 დამარცხდა. ბოლო წამებზე ბურთი “კლივლენდის” ფორვარდს ლებრონ ჯეიმს ჰქონდა, “მეფემ” ბურთი და იმავდროულად გუნდს გამარჯვების შანსი დაუკარგა. ლებრონმა 17-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და ერთიდან ერთი საჯარიმო. მატჩის საუკეთესო მექულე ბრაზილიელი ვარეჟაო გახდა 23 ქულით. “სან ანტონიოდან” საუკეთესო იყო 38 წლის ტიმ დანკანი 19 ქულით და 10 მოხსნით.
“ინდიანამ” შინ “ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსს” დაძაბულ ბრძოლაში 88:86 მოუგო. მეორე პერიოდში “შარლოტი” 13 ქულითაც იგებდა, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდებში “ინდიანამ” სხვაობის აღმოფხვრა მოახერხა. მატჩის წამი იყო დარჩენილი ანგარიში საყაიმო 86:86 იყო ბურთი მასპინძელს ჰქონდა. “ინდიანას გამთამაშებელმა სტაკერმა 2-ქულიანი ისროლა. ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ სოლომონ ჰილმა მოხსნა და ბურთი საფინალო სირენასთან ერთად ჩაეშვა კალათში.
“ბრუკლინ ნეტსი” საკუთარ დარბაზში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსთან” 118:122 დამარცხდა. მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად 3 ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. “ბაქსის” მთავარ მწვრთნელს, ჯეისონ კიდს ნიუორკელი პუბლიკა სტვენით შეხვდა. მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ანგარიში 95:95 იყო, როცა “მილუოკი” კალათბურთელი ოჯეი მეიო შევიდა მეტოქის სამწამიანში, თუმცა ბურთი ვერ ჩააგდო და მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. პირველი ოვერტაიმში ანგარიშზე 105:105, ბურთი ჯო ჯონსონს ჰქონდა და გადამწყვეტი შეტევისთვის ალაგებდა გუნდს. ზაზა ფაჩულიას აქტიურმა თამაშმა ჯონსონი იძულებული გახადა პასი გაეკეთებინა თანაგუნდელისთვის, მაგრამ გადაცემის მომენტში ბურთი ბრენდან ნაითმა ჩაჭრა და გამარჯვების 2-ქულიანის ჩასაგდებად წავიდა. ფართან მარტო მყოფმა ნაითმა, სასწაულად ბურთი ვერ ჩააგდო და მეორე ოვერტაიმი დაინიშნა. მეორე ოვერტაიმში “მილუოკი” 3 ქულას აგებდა და პერიმეტრიდან ზემოთხსენებულმა ბრენდან ნაითმა ჩააგდო, რითაც მესამე ოვერტაიმი დაინიშნა. დასკვნით წუთებზე ზაზას გუნდი 2 ქულას იგებდა. მატჩის დასრულებამდე 13 წამი იყო დარჩენილი. ჯო ჯონსონმა გაისროლა, მაგრამ ვერ ჩააგდო. ასეთ დრამატულ მატჩში “მილუოკმა” იმარჯვა და მიმდინარე სეზონში 7 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა.
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” გასვლით მატჩში “ჰიუსტონ როკეტსთან” 98:92 იმარჯვა. ნიკ იანგის დაბრუნება “ლეიკერსს” სასიკეთოდ წაადგა. იანგი გუნდს 16 ქულით დაეხმარა. კობი ბრაიანტმა გუნდს 29 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი შესძინა. მატჩის ბედი უკანასკნელ მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “ლეიკერსმა” 28:17 მოიგო. “ლეიკერსმა მიჯრით მეორე თამაში მოიგო. მიმდინარე სეზონში კი სულ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლოს ანჯელესის კლუბი დასავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მეორე, მე-14 ადგილზე იმყოფება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “სან ანტონიო სპურსი” 90:92 (20:23, 27:21, 22:28, 21:20)
“კლივლენდი”: ვარეჟაო (23 ქ. 11 მ.), ირვინგი (20 ქ. 4 მ.), ჯეიმსი (15 ქ. 9 პ. 6 მ.), ლავი (10 ქ. 11 მ. 5 პ. 1 ჩ.), ვეიტერსი (6 ქ.), ტომპსონი (6 ქ.),მერიონი (5 ქ.), ჰარისი (5 ქ.)
“სან ანტონიო”: დანკანი (19 ქ. 10 მ.), დიაო (19 ქ. 6 მ.), ლეონარდი (12 ქ. 10 მ.), ჯოზეფი (10 ქ.), პარკერი (8 ქ. 3 პ.), გრინი (8 ქ.), ჯინობილი (7 ქ. 5 პ.), ბაინესი (6 ქ.)
“ინდიანა პეისერსი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 88:86 (20:28, 23:21, 22:17, 23:20)
“ინდიანა”: ჰიბერტი (15 ქ. 11 მ.), სკოლა (15 ქ. 7 მ.), სლოანი (11 ქ. 9 მ.), სტაკერი (11 ქ.), ალენი (6 ქ. 8 მ.), კოუპლენდი (6 ქ.), ჰილი (6 ქ. 5 მ.), მაინმი (5 ქ. 7 მ.)
“შარლოტი”: ჯეფერსონი (28 ქ, 8 მ.), უოლკერი (12 ქ. 7 პ.), სტეფენსონი (10 ქ. 8 მ.), რობერტსი (9 ქ.), მაქსიელი (8 ქ. 6 მ.), ზელერი (7 ქ.),
“ორლანდო მეჯიქი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 90:114 (23:26, 25:30, 20:28, 22:30)
“ორლანდო”: ჰარისი (25 ქ.), ვუჩევიჩი (19 ქ. 14 მ.), ფრაი (10 ქ. 7 მ.), პაიტონი (7 ქ. 5 პ.), ოლადიპო (7 ქ.), გრინი (6 ქ.), ჰარკლესი (5 ქ.)
“კლიპერის”: კროუფორდი (22 ქ.), გრიფინი (20 ქ.), პოლი (16 ქ. 9 პ.), ფარმარი (13 ქ. 5პ.), ბარნსი (13 ქ.), ჰეივსი (10 ქ.), დევისი (6 ქ.), თურქოღლუ (5 ქ.), რედიკი (3 ქ.), ჯორდანი (2 ქ. 11 მ.)
“ფილადელფია” – “ბოსტონ სელტიკსი” 90:101 (27:22, 19:24, 22:27, 22:28)
“ფილადელფია”: ვროტენი (21 ქ. 7 პ.), სიმსი (14 ქ. 7 მ.), კარტერ-უილიმასი (11 ქ. 6 მ.), მაკდენიელსი (8 ქ.), კოვინგტონი (6 ქ.), ტომპსონი (5 ქ.), გორდონი (2 ქ.)
“ბოსტონი”: ბასი (23 ქ. 6 მ.), სელინჯერი (22 ქ. 9 ქ.), ტორნტონი (13 ქ.), გრინი (11 ქ. 10 მ.), ოლინიკი (9 ქ.), რონდო (9 ქ. 13 პ. 5 მ.), ბრედლი (7 ქ.), ტერნეტი (2 ქ.), ზელერი (1 ქ.)
“ვაშინგტონ უიზარდსი” – “დალას მავერიქსი” 102:105 (29:23, 24:31, 20:22, 29:29)
“ვაშინგტონი”:ბილი (21 ქ.), პირსი (17 ქ. 5 ქ.), გორტატი (17 ქ. 6 მ.), ვოლი (11 ქ. 11 მ.), ნენ (9 ქ. 5 მ.), ჰამფრისი (9 ქ. 6 მ.), პორტერი (6 ქ.), ბატლერი (6 ქ.), სერაფინი (2 ქ.), მილერი (2 ქ.)
“დალასი”: ელისი (34 ქ.), რაიტი (14 ქ. 6 მ.), ბარეა (14 ქ. 6 პ.), ნოვიცკი (13 ქ. 4 მ.), პარსონსი (11 ქ.), ჩენდლერი ( 5 ქ. 16 მ.), ნელსონი (5 ქ.), ამინუ (3 ქ.), სმიტი (1 ქ.)
“მილუოკი ბაქსი” – “ბრუკლინ ნეტსი” 118:122 დ.დ. (24:22, 25:19, 23:28, 23:26, 10:10, 7:7, 10:6)
“ბრუკლინ ნეტსი”: ლოპესი (26 ქ. 7 მ.), ბოგდანოვიჩი (19 ქ. 7 მ.), ჯონსონი (18 ქ. 8 პ.), უილიამსი (18 ქ. 7 პ.), ტელეტოვიჩი (14 ქ.), ჯეკი (14 ქ. 9 მ.), გარნეტი (4 ქ. 9 მ.)
“მილუოკი ბაქსი”: პარკერი (23 ქ. 7 მ.), მაიო (21 ქ. 7 მ.), ნაითი (18 ქ. 8 პ.), ანტეტოკუნმპო (18 ქ. 12 მ.), ილიასოვა (14 ქ. 5 მ.), ჰენსონი (8 ქ.), ფაჩულია (4 ქ. 5 მ. 1 პ. 1 ბ.), სანდერსი (4 ქ. 4 მ.), ბაილესი (4 ქ.), დადლი (2 ქ.)
“დეტროიტ პისტონსი” – “ფინიქს სანსი” 86:88 (19:21, 24:23, 21:21, 22:23)
“დეტროიტი”: ჯენინგსი (19 ქ. 7 პ.), მონრო (18 ქ. 12 ქ.), კალდუელი-პოპე (15 ქ.), იერებკო (7 ქ. 6 მ.), აუგუსტინი (6 ქ.), სინგლერი (5 ქ.), სმიტი (5 ქ.), ბატლერი (5 ქ.), დრამონდი (4 ქ.)
“ფინიქსი”: ბლედსოუ (18 ქ. 6 მ.), ტარკერი (16 ქ. 7 მ.), დრაგიჩი (12 ქ.), გრინი (12 ქ.), მარკიეფ მორისი (10 ქ.), მარკს მორისი (5 ქ.), ლენი (6 ქ.), ტომასი (5 ქ.), პლამლი (2 ქ. 10 მ.)
“ტორონტო რეპტორსი” – “მემფის გრიზლი” 96:92 (22:20, 20:28, 27:27, 27:17)
“ტორონტო”: დეროზანი (21 ქ. 5 მ.), ლოვრი (18 ქ. 7 პ.), როსი (16 ქ.), უილიმასი (13 ქ.), ვალანჩუნასი (10 ქ. 5 მ.), ჯონსონი (8 ქ. 9 მ.), პეტერსონი (7 ქ.), ვასკესი (3 ქ.)
“მემფისი”: გასოლი (22 ქ. 12 მ. 4 პ.), კონლი (19 ქ. 10 მ.), რენდოლფი (18 ქ. 18 მ.), პრინსი (15 ქ.), კარტერი (7 ქ. 3 პ.), სტოკსი (4 ქ.), პონდექსტერი (4 ქ.), ადამსი (3 ქ.)
“მინესოტა ტიმბერვულვზი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 115:99 (27:25, 37:26, 29:22, 22:26)
“მინესოტა”: მარტინი (37 ქ. 4 მ.), მუჰამადი (17 ქ. 8 მ.), უილიამსი (14 ქ. 13 პ.), ბრეუვერი (14 ქ.),დენგი (8 ქ. 7 მ.), ბენერი (6 ქ.), ჰუმელი (2 ქ.)
“ნიუ იორკი”: ენტონი (20 ქ.), სტაუდმაიერი (19 ქ.), სმიტი (14 ქ.), ეისი (9 ქ. 8 მ.), პრიჯიონი (8 ქ.), ვეარი (8 ქ. 8 მ.), ჰარდევეი (6 ქ.), შამპერტი (3 ქ.), დალამბერი (3 ქ.), ჯ. რ. სმიტი (3 ქ.)
“დენვერი” – “ოკლაჰომა” 107:100 (27:26, 27:23, 34:25, 19:26)
“დენვერი”: ჩენდლერი (21 ქ. 9 მ.), მოზგოვი (17 ქ. 7 მ.), ლოუსონი (15 ქ. 15 პ.), აფლალო (13 ქ.), არტური (9 ქ.), ფარიდი (8 ქ. 10 მ.), ფოი (8 ქ.), მაკგი (6 ქ.), რობინსონი (6 ქ.), გალინარი (4 ქ.).
“ოკლაჰომა”: იბაკა (22 ქ. 13 მ.), ტელფეირი (18 ქ.), ჯექსონი (16 ქ. 7 მ. 9 პ.), მოროუ (10 ქ.), ადამსი (8 ქ.), ლემბი (8 ქ.), ტომასი (6 ქ.), კოლისონი (6 ქ.), რობერსონი (3 ქ.), პერკინსი (3 ქ. 7 მ.).
“ჰიუსტონი” – “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 92:98 (23:21, 28:28, 24:21, 17:28)
“ჰიუსტონი”: ჰარდენი (24 ქ. 7 პ.), პაპანიკოლაუ (19 ქ. 6 მ.), ბევერლი (15 ქ.), არიზა (13 ქ. 7 მ.), მოტეიუნასი (7 ქ.), ბლექი (5 ქ. 9 მ.), ტერი (5 ქ.), გარსია (3 ქ.), დორსი (1 ქ.)
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (29 ქ. 5 მ. 7 პ.), ჰილი (16 ქ. 10 მ.), იანგი (16 ქ.), ბუზერი (12 ქ. 13 მ.), ჯონსონი (9 ქ.), დევისი (6 ქ. 11 მ.), პრაისი (5 ქ.), ლინი (3 ქ.), საკრე (2 ქ.).